...იყო, თუმცა არა შობილ იყო, რად შეუნდო შობად მისა ანუ სხუათა ყოველთავე უკეთურთა? გულისჴმა-ყავთ, კაცნო, რამეთუ ღმერთმან ყოველნივე დაგუბადნა კეთილთა საქმეთა მოქმედად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველნივე შექმნნა მოძიებად ღმრთისა; და მეძიებელთა მისთა ეპოების, რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა“.
აწ უკუე მათ აბრალებდით, რომელნი დაიბადნეს მოქმედად კეთილისა და ნეფსით თჳსით შეიყუარეს ბოროტი, რომელთა არავინ აიძულებდა ბოროტის-ყოფად, არამედ ნეფსით თჳსით გამოირჩიეს ბოროტი.
მათ აბრალებდით და ნუ ღმრთისა საქმეთა ჰმიზეზობთ და განკითხვა-თა მისთა გამოიკულევთ და იტყჳთ, თუ: კეთილნიმცა ოდენ კაცნი დაბადებულ იყვნეს, და ბოროტნიმცა ყოვლადვე არა იყვნეს. რამეთუ ღმერთმან არცა ერთი ქმნა ბოროტად, არამედ ყოველნივე კეთილად დაჰბადნა, და კაცად-კაცადი ნეფსით თჳსით იქმს ბოროტსა გინა კეთილსა.
აწ უკუე გრქუა თქუენ სიტყუაჲ პავლე მოციქულისაჲ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუას-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსა ესრეთ შემქმენ?“
რამეთუ ყოველნივე კეთილად ქმნნა კეთილისმოქმედმან მან უფალმან. ხოლო ბოროტნი კაცნი და უკეთურნი ნეფსით თჳსით იქმნნეს უკეთურ. ვინაჲთგან უკუე იგინი ნეფსით მიდრ...