მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 17:2

1. და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ.2. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან,3. გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით და ვითარმედ: ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 17
2. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დოგმატთა დაცვა ერესთა წინააღმდეგ (1:26):

...ყვეტთ სიმშვიდის ყველა ღონისძიებას; შეიძლება, მოვახერხოთ მათი ეშმაკის საცთურისგან გამოხსნა. და თუ გნებავთ, კვლავ ნეტარი პავლე წარვუდგინოთ, რომელიც ათენელებს ასე ეუბნებოდა: „არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად" (). ხედავ, რა ზედმიწევნით აღმოფხვრა ბრძენმა მოძღვარმა მათი შეცდომა? მან თქვა, რომ არა მხოლოდ ღვთაება არ ფლობს ხორციელ სახეს, არამედ ადამიანურ გამონაგონსაც არ ძალუძს ასეთი რამის მოფიქრება. ამას მუდმივად ეუბნეთ მათ და ნუ შეწყვეტთ იმის კეთებას, რაც თქვენზე იქნება დამოკიდებული: შეიძლება მოგისმინონ; შეიძლება ისურვონ ჭეშმარიტებისთვის თვალების გახელა. მაგრამ ესოდენ დიდი სიმშვიდითა და სიფრთხილით ეუბნებით რა მათ ამას, თავად კი, გთხოვთ, მტკიცედ იცავდეთ ეკლესიის დოგმატებს, ნათქვამის თანმიმდევრულობას არ არღვევდეთ. იუდეველებთან შესაფერისად ილაპარაკეთ, აუხსენით, რომ ეს სიტყვები არა რომელიმე მსახურ სულს, არამედ თავად ღვთის მხოლოდშობილ ძეს ეთქვა; არიანულად მოაზროვნეთათვის სწორედ აქედან დაამტკიცეთ ძის მამასთან თანაპატივიერება; ხოლო ღვთაებას კაცის მსგავსად წარმომდგენთ მოუტანეთ ნეტარი პავლეს სიტყვები, ეკლესიის დოგმატებით მოსპეთ ღვარძლივით აღმოცენებ...

სრულად ნახვა