თარგმანი: ფრიგჳაჲ ორი ქუეყანაჲ არს: პირველი -შუენიერ და დიდ, რომელსა შინა მიდას მეფობდა და კერძოჲ მისი გალატელთა ეპყრა; ხოლო მეორე — მცირე, რომელ-იგი არს ელისპონტოჲთ და ულუმბოჲთ კერძო, რომელსა ეპიკტიტოდცა უწოდენ და ამიერ ეწოდების ფრჳგელ და მჳსელ. ხოლო გალატელ არიან მკჳდრნი კელტო გალატიისანი, რომელნი მრავალ წელ შეცთომილ იყვნეს, და სამ ნაწილად დაწვალებულთა ესოდენადვე განყვეს ქუეყანაჲ იგი მეფეთა ქუეშე ატტალიკელთა და ბითჳნიელთა. და დაწვალებულსა მას სოფლებსა ტალანტია სახელ-სდვეს. ამას სოფლებსა რაჲ მოჰვლიდეს მოციქულნი, დაყენებულ იქმნნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყუასა მას უფლისასა ასიას შინა, რამეთუ არარას იქმოდეს თჳნიერ სულისა მიერ წმიდისა ბრძანებითა. ამისთჳს, სადა უბრძანის, ქადაგიან, და სადა დააყენნის, ეგრეთცა გამოუძიებელად ჰმორჩილობდიან ბრძანებასა მისსა, რაჲთა ჩუენ გუასწავონ დუმილით მორჩილებაჲ ბრძანებათა ღმრთისათაჲ და არღარას გამოკულევაჲ ძალსა განგებულებათა მისთასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:6
5. ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღედ.6. და მოვლეს ფრიგჳაჲ და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყჳსა მის ასიას შინა,7. მო-რაჲ-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსლვად ბითჳნიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16