თარგმანი: იხილე თუ რაოდენ იყო სიმდაბლე პავლესი, რამეთუ რაჟამს-იგი ასწრაფებდეს მთავარნი განსლვად, არა განვიდა ვიდრე არა მივიდა უნდოჲსა მის დედაკაცისა და განამტკიცნა სარწმუნოებასა ზედა მის თანა მყოფნი იგი ძმანი და ეგრეთღა წარვიდა, რამეთუ კმა იყო ქალაქსა მას შინა ქადაგ ქრისტესსა ყოფად სასწაულისა მის, რომელ ქმნა პყრობილთა შორის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:40
39. და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ. და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან.40. იგინი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაჲსსა, და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16