მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:37

36. მიუთხრნა სიტყუანი ესე მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან პავლეს და ჰრქუა, ვითარმედ: ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაჲ თქუენი. აწ უკუე განვედით და წარვედით მშჳდობით!37. ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩეუნ ურაკ-პარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ.38. მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ. და მათ ზარი განჰჴდა, ესმა რაჲ, ვითარმედ, ჰრომნი არიან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
37. ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩეუნ ურაკ-პარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩუენ ურაკპარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი, და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ. მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერის თავთა მათ და მათ ზარი-განჰჴდა, ესმა რაჲ, ვითარმედ, ჰრომნი არიან. და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან (16,37-39).:

თარგმანი: ნათესავით უკუე შჯულისაებრ მოსესისა ჰურიათაგანი იყო პავლე, და ტარსუნს შინა განჴსნილ დედისა სალმობათაგან, ხოლო მამასა მისსა მრავლითა საფასოჲთა მოეყიდა სახელის-დებაჲ ჰრომ წოდებისაჲ, რამეთუ მას ჟამსა ჰრომთა ეპყრა მეფობაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. ამისთჳს აწ პავლე ჰრომ სახელიდებს, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ჯერ-არს მორჩილებაჲ ყოვლისა მთავრობისაჲ, და აჩუენებს, ვითარმედ უბრალოდ გუემნეს და შეიპყრნეს კაცნი სამეუფოთა პატივთა მიერ სახელოვანნი. არა იტყჳს, ვითარმედ: შეგუსხნეს საპყრობილესა კაცნი მოქმედნი სასწაულთანი; რამეთუ საღმრთოჲსა მადლისა მათ შორის საკჳრველ ყოფასა ჰფარავს სიმდაბლითა გონებისაჲთა. გარნა ჴორციელსა იტყჳს უბიწოობასა, ვითარმედ არარაჲ ბრალი უძღოდა. და არა ფარულად განვალს, მსგავსად ბოროტის მოქმედთა ლტოლვილთასა. არამედ, ვითარ-იგი საეროდ გუემნეს, ეგრეთვე საეროდ ითხოვს განტევებასა. ვინაჲცა თჳთ მოვიდეს ერისთავნი იგი, რამეთუ ზარიგანჰჴდა, ესმა რაჲ ჰრომობაჲ, ვინაჲთგან არა ჴელ-ეწიფებოდა მათ სამეუფოჲსა პატივისა მქონებელთა კაცთაჲ შეპყრობაჲ და ტანჯვაჲ. ამისთჳს ჰლოცვიდეს სიმშჳდით, და არა ვითარცა უწესოთა განჰჴდიდეს, არამედ ვითარცა პატიოსანთა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის