მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:31

30. და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?31. ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.32. და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
31. ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა (16,1-2).

თარგმანი: დერბე არს ციხე ისავრიაჲსაჲ, აღშენებული კაცთა მიერ ლტოლვილთა სიყმილისაგან, რომელნი იზარდებოდეს მწუერვალთაგან ხეთაჲსა, ხოლო უკუანაჲსკნელ აღეშენა იგი ქალაქად კაცთა მიერ ლუკაონელთა. და ლუსტრაჲ არს სოფელი იკონიაჲსაჲ, ხოლო იკონიაჲ — ქალაქი ლუკაონიაჲსაჲ, საზღვართა ზედა ტავროჲსათა, შორის კაბადუკიისა და ლუკაონისა კილიკიაჲთ კერძო ტრახონიტისა. აქა ლუსტრას შინა იპოვა ტიმოთე, ძე დედაკაცისა ჰურიისა, ქრისტეს სარწმუნოებად მოსრულისაჲ და მამისა წარმართისაჲ. იხილე, ვითარ დაეჴსნნეს ჰურიათა წესნი შჯულისანი , მაყენებელნი მითხოვად წარმართთა. ხოლო ტიმოთე წამებულ იყო სათნოებისათჳს ყოველთაგან ლუსტრელთა და იკონიელთა მორწმუნეთა, და დედასა მისსა თჳთ პავლე ეწამების, მიუწერდეს რაჲ ტიმოთეს, ვითარმედ: "მომეჴსენების შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ შენი, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლოიდის თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა, და მრწამს, ვითარმედ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის