თარგმანი: ამისთჳს არა ნათელი გამობრწყინდა საპყრობილესა მას შინა, რაჲთა ვერ იხილონ პყრობილთა მათ განჴსნაჲ თავთა თჳსთაჲ რამეთუ, უკუეთუ მრავალ-გზის უქმნიეს პყრობილთა განჴურეტაჲ კედლისა და სართულისაჲ და კრულთა გარდავლაჲ ზღუდეთაჲ, რაჲღამცა ექმნა ამათ, ეხილნეს-თუ-მცა კარნი განხუმულნი და საკრველნი დაჴსნილნი და მესაპყრობილე მძინარე! ამისთჳს პავლე ხოლო ხედვიდა ყოველსავე, ვინაჲცა ჴმა-უყო და დააყენა მესაპყრობილე იგი მოკლვისაგან თავისა თჳსისა, უწყებითა ყოველთავე მუნ შინავე ყოფისაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:28
27. და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი.28. ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ.29. ხოლო მან მოითხოა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16