მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:26

25. და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი.26. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს.27. და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
26. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა, და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა და მუნთქუესვე ყოველნი კარნი განეხუნეს და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს (16,25-26).:

თარგმანი: რაოდენისა ცრემლთა და ტირილისა ღირს ვართ, რომელთა გუესმის ცემით და წყლულებით, პყრობილებით და კრულებით ტანჯვაჲ მოციქულთაჲ, და ჩუენ ვერცა კნინ-ოდენ შემაწუხებელსა სიტყუასა თავს-ვიდებთ სახელისათჳს ქრისტესისა; და იგინი კრულებათა და ჭირთა არა კმა-იყოფდეს, არამედ მღჳძარებითა და ლოცვითა სტანჯვიდეს თავთა თჳსთა, ხოლო ჩუენ შუებასა შინა და ფართოებასა არა აღვდგებით ლოცვად. ცხად არს, რამეთუ მათ ჭირნი და ღუაწლთა თავს-დებანი უმეტეს განამჴნობდეს, ხოლო ჩუენ შუებაჲ და განსუენებაჲ უმეტეს დაჴსნილ გუყოფენ. მუნ პყრობილნი ურწმუნონი ისმენენ ლოცვასა მოციქულთასა, ხოლო აქა ჩუენ მორწმუნენი არა ვისმენთ სიტყუათა სულისა წმიდისათა. ამისთჳს რომელმან ირწმუნოს ჴმაჲ დავითისი, შუა ღამე აღდგომითა დიდების-მეტყუელებად ღმრთისა, მას მიემადლოს არა ხოლო თავისა თჳსისაჲ, არამედ სხუათაცა პყრობილთა ჴსნაჲ კრულებისაგან ცოდვათაჲსა, ვითარ-ესე აწ შუა ღამე იქმნა სასწაული, რაჲთა არა მრავალთა საჩუენებელ, არამედ სულთა საცხორებელ იქმნეს და ლოცვაჲ იგი მოციქულთაჲ გალობითა განვრცნებოდა სასმენელად მრავალთა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ არა ხოლო გულსა შინა ლოცვაჲ, არამედ სიტყჳთ ჴმა-მაღლად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის