მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:25

24. და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა.25. და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი.26. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
25. და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა, და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა და მუნთქუესვე ყოველნი კარნი განეხუნეს და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს (16,25-26).:

თარგმანი: რაოდენისა ცრემლთა და ტირილისა ღირს ვართ, რომელთა გუესმის ცემით და წყლულებით, პყრობილებით და კრულებით ტანჯვაჲ მოციქულთაჲ, და ჩუენ ვერცა კნინ-ოდენ შემაწუხებელსა სიტყუასა თავს-ვიდებთ სახელისათჳს ქრისტესისა; და იგინი კრულებათა და ჭირთა არა კმა-იყოფდეს, არამედ მღჳძარებითა და ლოცვითა სტანჯვიდეს თავთა თჳსთა, ხოლო ჩუენ შუებასა შინა და ფართოებასა არა აღვდგებით ლოცვად. ცხად არს, რამეთუ მათ ჭირნი და ღუაწლთა თავს-დებანი უმეტეს განამჴნობდეს, ხოლო ჩუენ შუებაჲ და განსუენებაჲ უმეტეს დაჴსნილ გუყოფენ. მუნ პყრობილნი ურწმუნონი ისმენენ ლოცვასა მოციქულთასა, ხოლო აქა ჩუენ მორწმუნენი არა ვისმენთ სიტყუათა სულისა წმიდისათა. ამისთჳს რომელმან ირწმუნოს ჴმაჲ დავითისი, შუა ღამე აღდგომითა დიდების-მეტყუელებად ღმრთისა, მას მიემადლოს არა ხოლო თავისა თჳსისაჲ, არამედ სხუათაცა პყრობილთა ჴსნაჲ კრულებისაგან ცოდვათაჲსა, ვითარ-ესე აწ შუა ღამე იქმნა სასწაული, რაჲთა არა მრავალთა საჩუენებელ, არამედ სულთა საცხორებელ იქმნეს და ლოცვაჲ იგი მოციქულთაჲ გალობითა განვრცნებოდა სასმენელად მრავალთა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ არა ხოლო გულსა შინა ლოცვაჲ, არამედ სიტყჳთ ჴმა-მაღლად...

სრულად ნახვა
საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. დავითისა და პავლეს ლოცვის მაგალითი:

...იყო: შეხედე ქვეყნიერების მოძღვარსაც, როგორ ის, შილასთან ერთად საპყრობილეში ჩამწყვდეული, ფეხებით ხუნდებში ჩაჭედილი, მთელ ღამეს ლოცულობდა და ამისგან არც ტკივილი აკავებდა, არც ბორკილები, არამედ კიდევ უფრო დიდ და ცხელ სიყვარულს იჩენდა უფლის მიმართ. „და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა" (). დავითი, სამეფო ღირსებითა და გვირგვინით შემოსილი, მთელ ცხოვრებას ცრემლებსა და ლოცვაში ატარებდა; მოციქული, მესამე ცამდე აყვანილი, გამოუთქმელ საიდუმლოთა ღირსი, ბორკილებში ყოფნისას, შუაღამეს ლოცვებსა და ქებას აღავლენდა უფლისადმი. მეფეც შუაღამეს ადგებოდა და აღსარებას ამბობდა, მოციქულებიც შუაღამეს გულმოდგინე ლოცვებსა და ქებას აღავლენდნენ. მათ მოვბაძოთ ჩვენც, ჩვენი ცხოვრება მუდმივი ლოცვებით მოვზღუდოთ; და ნურაფერი იქნება ჩვენთვის ამის ხელისშემშლელი, — მართლაც, ვერაფერი შეგვიშლის, თუ თავად ვიქნებით ფხიზლად. ხომ არ გვჭირდება ამისთვის განსაკუთრებული ადგილი ან დრო? ყველა ადგილი და ყველა დრო ხელსაყრელია ჩვენთვის ლოცვისთვის. მართლაც ისმინე, რას ამბობს ამავე ქვეყნიერების მოძღვარი: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა" (). თუ შე...

სრულად ნახვა