მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:14

13. და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს.14. და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.15. და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
14. და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დედაკაცი ერთი სახელით ლუდა, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისაჲ-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა (16,14).:

თარგმანი: თჳატირი არს ქალაქი ლუდიაჲსაჲ, ვინაჲ იყო დედაკაცი ესე ლუდა, სიგლახაკით უკუე მსყიდელი ძოწისა საღებავისაჲ, ხოლო მდიდარი ღმრთისმსახურებითა, რომელი ევედრებოდა უფალსა. ამისთჳს მან განუღო გული, დაჴშული უგულისჴმოებითა, და მიჰმადლა სმენასა თანა გულისჴმისყოფით მორჩილებაჲ პავლეს სიტყუათაჲ. ამისთჳს ჩუენცა ვევედრნეთ, რამეთუ იგი თავადი მზა არს განღებად გულთა ჩუენთა, არამედ ელის თჳთმფლობელსა ნებასა ჩუენსა, და ვხადოთ რაჲ, მყის განგჳღებს კარსა წყალობისასა. ხოლო უკუეთუ ჩუენ უზრუნველად მწოლარე ვიყვნეთ, იგი თავადი არავის აიძულებს, რომლისათჳს მრცხუენის მე არღარა კაცთა წმიდათა, არამედ დედათაცა სახისაგან. და რად ვიტყჳ დედათა! თჳთ მებრ მჴეცთაგანცა და ძაღლთა; რამეთუ აჰა ძაღლმან იცის წესი, რაჟამს შეიპყრას ნადირი, და მომყმარი იგი სიყმილითა არა განჰბძარავს ნადირსა მას, არამედ ელის და ჰგებს მოსლვასა უფლისა თჳსისასა, რაჲთა მან დაკლას და მისცეს მას, რაოდენი რაჲ სთნდეს, რომელი-ესე დიდად სამხილებელ არს ყოველთა ნაყროვანთა, რომელნი საჭმელთა ღმრთივ-მოცემულთა არა ეგრეთ იჴუმევენ, ვითარ-იგი თავადი ბრძანებს შჯულის-დებისა მიერ მმარხველთაჲსა. და კუალად, ყოველთა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სულიწმიდის შეწევნა სარწმუნოების საქმეში:

...ებულია ეს რწმენა, რომლის მიხედვითაც ყველანი მორწმუნენი ვართ: ნიშნებს კი არ ვაკეთებთ, მაგრამ ღვთისმოსაობის ცოდნა გვაქვს; თუმცა აქაც სულიწმინდის შეწევნა გვჭირდება. რადგან ლუკა ერთ ვინმეზე წერს, რომ „რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.“ (). და ქრისტე ამბობს: „ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა“ (). მაშ, თუ ეს ღმერთის საქმეა, რით სცოდავენ ურწმუნონი, როცა არც სულიწმინდა შეეწევა, არც მამა იზიდავს და არც ძე მიუძღვის? რადგან თავის შესახებაც ამბობს: „მე ვარ გზაჲ“ (). ამას კი ამბობს იმის საჩვენებლად, რომ მამასთან მისაყვანად თვითონ არის საჭირო.

მაშ, თუ მამა იზიდავს, ძე ხელით მიუძღვის და სულიწმინდა განანათლებს, რით სცოდავენ ისინი, ვინც არც მიზიდულნი არიან, არც ხელით წაყვანილნი და არც განნათლებულნი?...

სრულად ნახვა