თარგმანი: სადა-იგი უფროჲსად ძნელ იყო პავლეს რწმუნებაჲ, ვითარმცა არა ქადაგა ქრისტე, რომლისა სახელსა განფენად ცეცხლებრ ეტყინებოდა, მუნ თჳთ სული წმიდაჲ არწმუნებს დადუმებად, რაჲთა წინაჲთვე იოვანეს ღმრთისმეტყუელსა განუკუთნნეს ასიაჲ და გარემო სოფლები მისი. ხოლო აწ წუევად ქადაგებისა, რომლისათჳს მზა იყო, ვითარცა მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა ძლიერითა, ჩუენებაჲ იგი ოდენ ღამისაჲ მიზეზ-სცემს, რამეთუ კაცი რაჲმე ეჩუენა, ვითარ-თუ-მცა მოციქულად მოვლინებულ იყო მაკედონელთაგან, არა ბრძანებით, არამედ ქენებით სიტყუად: წიაღ-მოჴედ და შეგუეწიე ჩუენ. ხოლო ნუმცა ვინ მიიღებს ამას მესიზმრეთაგანი მიზეზად სიზმართა შედგომისა, რამეთუ წმიდათა მიერ ხილული რაჲმე, დაღაცათუ სიზმარი იყოს, ჩუენებად სახელ-იდების, ვითარცა ღმრთივ-მოვლინებული, და აღწერასა ღირს იქმნების, რამეთუ საღმრთო არს. ხოლო ჩუენ ლიტონთა კაცთაჲ ყოველივე ამაო არს და ოცნება, და დაღათუ რეცა აზმნობდეს სიმართლესა, არცა იგი შესაწყნარებელ არს, რაჲთა არა შევსცთეთ ოცნებითა ეშმაკთაჲთა. ამისთჳს განრჩევით იტყჳს ყოვლად ბრძენი აღმწერელი თხრობისაჲ ამის ლუკა, რომელი მაშინ პავლეს თანა იყო, ვითარმედ: ვინაჲთგან პავლე იყო მხილველი...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:10
9. და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ.10. და ვითარცა ჩუენებაჲ იგი იხილა პავლე, ვისწრაფეთ მეყსეულად განსლვად მაკედონიად, გულისჴმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა.11. აღვჴედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამუთრაკედ, და ხვალისაგან – ახალქალაქად,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16