მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:1

1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ,2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ,
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა (16,1-2).:

თარგმანი: დერბე არს ციხე ისავრიაჲსაჲ, აღშენებული კაცთა მიერ ლტოლვილთა სიყმილისაგან, რომელნი იზარდებოდეს მწუერვალთაგან ხეთაჲსა, ხოლო უკუანაჲსკნელ აღეშენა იგი ქალაქად კაცთა მიერ ლუკაონელთა. და ლუსტრაჲ არს სოფელი იკონიაჲსაჲ, ხოლო იკონიაჲ — ქალაქი ლუკაონიაჲსაჲ, საზღვართა ზედა ტავროჲსათა, შორის კაბადუკიისა და ლუკაონისა კილიკიაჲთ კერძო ტრახონიტისა. აქა ლუსტრას შინა იპოვა ტიმოთე, ძე დედაკაცისა ჰურიისა, ქრისტეს სარწმუნოებად მოსრულისაჲ და მამისა წარმართისაჲ. იხილე, ვითარ დაეჴსნნეს ჰურიათა წესნი შჯულისანი , მაყენებელნი მითხოვად წარმართთა. ხოლო ტიმოთე წამებულ იყო სათნოებისათჳს ყოველთაგან ლუსტრელთა და იკონიელთა მორწმუნეთა, და დედასა მისსა თჳთ პავლე ეწამების, მიუწერდეს რაჲ ტიმოთეს, ვითარმედ: "მომეჴსენების შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ შენი, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლოიდის თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა, და მრწამს, ვითარმედ შენ თანაცა" (). ცხად არს, ვითარმედ დედულნი ტიმოთესნი ნათესავით ჰურიანი იყვნეს, ხოლო დედაჲ, და დედის დედაჲ — მორწმუნენი ქრისტესნი, და ამათგან იშვა ტიმოთე...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სულიწმიდის შეწევნა სარწმუნოების საქმეში:

...ებულია ეს რწმენა, რომლის მიხედვითაც ყველანი მორწმუნენი ვართ: ნიშნებს კი არ ვაკეთებთ, მაგრამ ღვთისმოსაობის ცოდნა გვაქვს; თუმცა აქაც სულიწმინდის შეწევნა გვჭირდება. რადგან ლუკა ერთ ვინმეზე წერს, რომ „რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.“ (). და ქრისტე ამბობს: „ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა“ (). მაშ, თუ ეს ღმერთის საქმეა, რით სცოდავენ ურწმუნონი, როცა არც სულიწმინდა შეეწევა, არც მამა იზიდავს და არც ძე მიუძღვის? რადგან თავის შესახებაც ამბობს: „მე ვარ გზაჲ“ (). ამას კი ამბობს იმის საჩვენებლად, რომ მამასთან მისაყვანად თვითონ არის საჭირო.

მაშ, თუ მამა იზიდავს, ძე ხელით მიუძღვის და სულიწმინდა განანათლებს, რით სცოდავენ ისინი, ვინც არც მიზიდულნი არიან, არც ხელით წაყვანილნი და არც განნათლებულნი?...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

.... ელისე, მაგალითად, მასპინძელ ქალს შვილის მინიჭებით მიუზღავს. ახალ აღთქმაში კი ეს აღარ არის, არამედ ბევრად უფრო დიდი რამ. მეწამულით მოვაჭრე ქალი მოციქულებისგან ამას კი არ ითხოვდა, არამედ რას? „უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით“ (). ხედავ, რაოდენ დიდია შუალედი, და რას ითხოვდნენ ძველ აღთქმაში, ხოლო რას - ახალში? და კვლავ ქრისტე ამბობს: „გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“ (). და პავლე: „ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა.“ (). ხედავ კურთხევის ძალას, რომელიც გამოუთქმელ სიკეთეებს ანიჭებს და მიწიერი არაფერი აქვს? და კვლავ პავლე: „ხოლო ღმერთმან მშჳდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე“ ().

მაგრამ ძველ აღთქმაში, როცა ადამიანთა მდგომარეობა უფრო უხეში იყო, კურთხევ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ტიმოთეს სახლეულობა და მწუხარების საერთოობა:

...რებოდა. როგორც ამბობს: „რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა“ (). რადგან, როგორც ამბობს, იგი იყო „ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ“ (). როგორ იყო იუდეველი? როგორ იყო მორწმუნე? რადგან წარმართთაგან არ ყოფილა. ხოლო მამამისის გამო, რადგან „წარმართი იყო მამაჲ მისი“ (), და იმ იუდეველთა გამო, „რომელნი იყვნეს მათ ადგილთა“ (), პავლემ იგი წაიყვანა და „წინა-დასცჳთა მას“ (). ხედავ, როგორ იწყებდა შჯული გაუქმებას, როცა ამგვარი შერევანი ხდებოდა? და შეხედე, რამდენი რამ დადო დასარწმუნებლად, რომ იგი არ უგულებელყო.

იგი ამბობს: **„რომელსა ვჰმსა...

სრულად ნახვა
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა (12,3).:

...ცოფებული და განლიგებული.

იტყჳან მრავალგზის ეშმაკეულნიცა და თჳთ ეშმაკნი სახელსა იესუჲსსა, არა ნებსით, არამედ მძლავრ გუემით იძულებულნი, ვითარ-იგი: "გიცით შენ, ვინ ხარ, — ძე ღმრთისაჲ" (). და კუალად, პავლეს და მისთანათა ეტყოდეს: "ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი" (). ხოლო ნებსით არაოდეს იტყჳან და ვერცა იტყჳან. ხოლო კუალად არიან კათაკუმეველნი, რომელნი სახელ-სდებენ უფალსა იესუს, არამედ ჯერეთ არღა მიუღებიეს ნიჭი სულისა წმიდისაჲ ნათლისღებისა მიერ. გარნა აწინდელი ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ არა ესევითართა მათთჳს არს, არამედ ურწმუნოთა და მორწმუნეთათჳს. რამეთუ ურწმუნოჲ იგი არს, რომელი ანუ ყოვლად არა აჴსენებდეს სახელსა უფლისა იესუჲსსა, ანუ დაღაცათუ აჴსენებდეს, - არა სადიდებელად, არამედ საგმობელად; რომლისა ნაცვალად აწ მოციქულმან თქუა, ვითარცა პირითა მისითა, — "შეჩუენებულ იესუ", რომელ-ესე გმობასა მოასწავებს. ესევითარი იგი დაღაცათუ რასმე წინაჲსწარმეტყუელებდეს, ცხად არს, ვითარმედ საეშმაკოჲთა სულითა წინაჲსწარმეტყუელებს. ამისთჳსცა არა წინაჲსწარმეტყუელ, არამედ ცრუწინაჲსწარმეტყუელ სახელ-ედების. ხოლო მორწმუნე იგი არს, რომელი ყოველსავე, რასაცა იტყოდის, სადიდებელად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა იტყოდის. ესევითარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წერილ არს: არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (4,4).:

...ეჰრისხნა, ამას ესევითარსავე ღაღადებდეს რაჲ, დაღაცათუ რომელსა-იგი იტყოდეს, არა ბოროტ იყო, არამედ უფროჲსად კეთილ და საჴმარ; არამედ რაჲთა სრულიად შეურაცხ-ყვნეს იგინი და შორს-ყოს ჩუენგან ზრახვაჲ მათი და გუასწაოს ჩუენ სრულიადი მათა მიმართ მტერობაჲ, ამისთჳს სდევნიდა მათ და პირსა დაუყოფდა და დუმილსა უბრძანებდა.

ამისთჳსვე წესისა და ამისვე სახისათჳს არცა აქა თავს-იდვა სიტყუაჲ მისი, არამედ ჰრქუა მას: „არა ხოლო თუ პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“. ხოლო ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ძალ-უც ღმერთსა თჳნიერ პურისაცა სიტყჳთა თჳსითა გამოზრდად მშიერისა. ძუელისა წერილისაგან მოართუა მას წამებაჲ, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ, გინა თუ გუშიოდის, გინა თუ სხუასა რასმე ძნელოვანსა მივეცნეთ, არაოდეს განყენებად სასოებისაგან ღმრთისა.

ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: რად არა, რომელი-იგი ვითარცა შეუძლებელი მტერმან წინაუყო გამოსაცდელად, - გარდაქცევაჲ ქვათაჲ პურად, - ქმნა ესე უფალმან, რაჲთამცა უმეტესად ჰრცხუენა მას? ვჰრქუა ესევითარისა მეტყუელთა მათ, ვითარმედ: რაჲსათჳსმცა ქმნა ესე? არა თუ ეშმაკსა სარწმუნოებად მოსლვად ეგულებოდა და ამისთჳს ეძიებდა სასწაულისა მის ხილვად, არამედ რაჲთა უკუეთუ ქმნას სასწაული იგი, ანუ შეუძლოს ცნობად,...

სრულად ნახვა