მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:17

16. რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისასა,17. და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა.18. და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დააცხრვეს ერი იგი არა ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსა. და ვიდრე-ღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 14
17. და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა.
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისათა. და არავე უწამებელად დაუტევა ქველის-მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა (14,15-17).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳან, ვითარმედ: რომელსა-ესე თქუენ ჰყოფთ ჩუენდა მომართ პატივად, ამას ჩუენ ამაოება და საცთურ უწოდთ. და ამისთჳს მოსრულ ვართ, რაჲთა დაგაყენნეთ არა ხოლო ჩუენდა ზორვად, არამედ არცაღა სხჳსა ვისსა ცუდ-სახელთა მათ ღმერთთა თქვენთაგანისა, რამეთუ ერთ არს მხოლოჲ ღმერთი, შემოქმედი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ, რომელი-იგი არაოდეს აიძულებს თჳთმფლობელობასა კაცთასა უნებლიეთ შედგომად მისსა, რამეთუ ნებსითსა ყოველსა შეუდგს მიღებაჲ სასყიდელისაჲ. ამისთჳს მან თავადმან მიუშუა პირველ წარსრულთა მათ ნათესავთა, ქმნად ნებასა გულთა მათთასა. და ამით გარდაჰმატა სახიერებაჲ თჳსი, რამეთუ განდგომილთა მათ მისგან ნაცვალად ტანჯვისა კეთილსა უყოფს უხუებით მინიჭებითა წჳმისა და ჰაერთა ნაყოფის გამომღებელთაჲთა, რომელსა ჰყოფს დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ, რომელი აწ იპყრობს და ჰმართებს დაბადებულთა, იგივე არს შემოქმედი და დამბადებელი მათი.

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
11. ღვთის განგება ნაყოფთა სიუხვესა და მშვიდობაში:

...ნგება ნაყოფთა სიუხვესა და მშვიდობაში

სწორედ ამიტომ პავლეც, როცა ერთგან ხალხის წინაშე გამოდიოდა და ღვთის განგებაზე მსჯელობდა, სიტყვას აქედან იწყებდა და ამბობდა: „ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა“ (). რაკი წინასწარმეტყველი ზედმეტ სიტყვას ერიდება, გვერდს უვლის ყველა დანარჩენის ჩამოთვლას: ხილს, კაკლეულს, მცენარეთა, თესლთა და ბალახთა სახეებს, მდელოებს, ყვავილებს, ბაღებსა და ყოველ სხვა ამგვარს; იგი სიცოცხლის საყრდენ და აუცილებელ საგნებს ასახელებს, და ამათგან დანარჩენსაც ცხადს ხდის. და ამასაც ღმერთი უბრალოდ კი არ გვაძლევს, არამედ უხვად და ყოველწლიურად. თუ ზოგჯერ ამცირებს კიდეც, ამაშიც კვლავ თავის განგებას აჩვენებს: მრავალთა უდებებას აფხიზლებს და აღძრავს მათ, რომ ეს სიკეთეები მისგან ითხოვონ. თუ ზოგნი იტყვიან, რომ წვიმის მოცემა ღმერთს კი არა, კერპებს ეკუთვნის, ვკითხოთ მათ: საიდან არის ეს ცხადი?

იტყვის: იმიტომ, რომ პოეტებმა თქვეს, ზევსია ის, ვ...

სრულად ნახვა