მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 11:14

13. და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაჲ სახლსა შინა თჳსსა მდგომარე, რომელმან ჰრქუა მას: მიავლინე იოპედ და მოიყვანე შენ სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე,14. რომელმან იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.15. და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 11
14. რომელმან იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.
თავი ი̂ვ. პეტრეს მიერ თხრობაჲ კორნილიოჲსთჳს და ბარნაბჲს ანტიოქიად წარვლინებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი-შემდგომად და ჰრქუა: მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და ვილოცევდ რაჲ, ვიხილე განკჳრვებასა ჩემსა ჩუენებაჲ, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაჲმე, ვითარცა ტილოჲ დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე, რომელსა მივხედევდ და გავიცდიდი. და ვიხილე მას შინა ოთხფერჴი ქუეყანისაჲ და მჴეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი. და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაჲვე გინა არაწმიდაჲ არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა. მომიგო მე ჴმამან მან მეორედ ზეცით: რომელი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნნ. ესე იყო სამ-გზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად. და აჰა მუნთქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბჭეთა მის სახლისათა, რომელსა შინა ვიყავ, მოვლინებულნი ჩემდა კესარიაჲთ და მრქუა მე სულმან წმიდამან მისლვად მათ თანა და არღა-რას ორგულებად. მოვიდეს ჩემ თანა ექუსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაჲ სახლსა შინა თჳსსა მდგომარე, რომელმან ჰრქუა მას: მიავლინე იოპედ და მოიყვანე შენ სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე, რომელმან-იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი. და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველ, და მომეჴსენა მე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა (11,4-16).:

თარგმანი: საკჳრველ არს უზომოჲ იგი სიმშჳდე და სიმდაბლე პეტრესი, ვითარ არა განმწარდების, არცა უღირს იჩენს სიტყჳს მიჴდად მოწაფეთაგან და ძმათა — თავი მოციქულთაჲ და მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ, არამედ გრძელითა სიტყჳს-გებითა გულსავსე ჰყოფს მათ, და თანა-იწამებს ექუსთა მათცა ძმათა, თანა წარტანებულთა იოპით, და მასვე წარმოიტყჳს თხრობასა ჩუენ მიერ ზემო განმარტებულსა, რომლითა ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არარაჲ თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ ყოველივე საღმრთოჲთა ჩუენებითა, რომელსა არა მყის მივჰყევ, არამედ წინა-აღდგომით ვეტყოდე: ნუ იყოფინ, უფალო; ვიდრემდის კუალად მესმა ჴმაჲ, რაჲთა არარაჲ შევჰრაცხო შეგინებულად, და მოვიდეს რაჲ მწოდებელნი, არა თავით ჩემით გარდავედ მათდა, ვიდრე არა მიბრძანა სულმან წმიდამან. და წარვედ რაჲ მათ თანა, არა მყის ნათელ ვეც, ვიდრე არა მისწრო მოფენამან სულისამან. ამისსა შემდგომად მოაჴსენებს მათ, ვითარმედ არა ახალი რაჲმე და უცხოჲ იქმნა, არამედ წინა-მოსწავებული უფლისა მიერ, ვითარმედ: ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა. ამისთჳს არარაჲ მიქმნიეს თავით თჳსით, არამედ ყოველივე ბრძანებითა საღმრთოჲთა. იხილე, ვითარ არა წარმოუთხრობს სათნოებათა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის