...თ და ჩუენცა მორწმუნენი, არამედ ვითარცა შვილნი სულითა წმიდითა აღთქუმისაჲთა, რამეთუ მრჩობლ არიან აღთქუმანი: პირველად — წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, გესმოდის რაჲ: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა" (), და მეორედ — ქრისტესგან, ვითარმედ: "მოიღოთ ძალი მოსლვასა თქუენ ზედა სულისა წმიდისასა" ().
მოციქულისაჲ: რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ, გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა (1,14).
თარგმანი: წინდად საუკუნოჲსა მკჳდრობისა უწოდს სულსა წმიდასა, რამეთუ არა ხოლო აღთქუმა არს, არამედ წინდცა უეჭუელობისა მათისა; და კუალად, გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, რამეთუ დაღაცათუ აწვე გამოჴსნილ ვართ, არამედ მაშინ იქმნების უსრულესი გამოჴსნაჲ, რაჟამს არა ხოლო ცოდვათა და ვნებათაგან საეშმაკოთა, არამედ ცოდვილთა და ვნებულთა კაცთა მახლობელობისაგან გამოიჴსნნენ წმიდანი, რაჟამს-იგი მწყემსმან მან განარჩინეს ცხოვარნი თიკანთაგან, და იფქლი — ღუარძლისაგან, რომელსა ეწოდების ჭეშმარიტი შეწევნაჲ, რაჟამს დაუყენებელ და განუწვალებელ იყოს წმიდათაგან ხედვაჲ ღმრთისაჲ და არარაჲ იყოს მათ შორის კრეტსაბმელი, ანუ სიზრქისა ჴორცთაჲსაჲ ანუ არმურისა სოფლიოთა შფოთთა და ვნებათაჲსაჲ. ხოლო ესე ყოველი იქმნების ჩუენ ზედა, არა რაჲსა სხჳსათჳს,...