თარგმანი: ვინაჲთგან ღმრთეებით ერთ არს მოქმედებაჲ მათი, ამისთჳს მამისა მიერ დადებული ყოველი — ძისაჲ არს, ვითარცა სწორთაჲ ჴელმწიფებითა, არამედ კაცთა არა უჴმს გამოკულევაჲ სიღრმესა ღმრთისა განგებულებათასა, რამეთუ არა ჩუენი, არამედ ღმრთისა მხოლოჲსაჲ არს ყოვლისავე უნაკლულოდ ცნობაჲ. ამისთჳს, ვითარ-იგი თჳს-ეყვის მოძღუართა, რაჲთა არა რასაცა იკითხვიდენ, არამედ რომელიცა უფრო სარგებელ ეყოფოდის მოწაფეთა, მას მიუგებდენ, ეგრეთვე უფალი ჰყოფს და ცუდთა გამოძიებათა მათთა არცა ერთისა სიტყჳსა ღირს ჰყოფს. გარნა მას ხოლო ეტყჳს, რაჲ-იგი მათდა უსაჴმარეს არს ქადაგებასა შინა სახარებისასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:7
... „და როგორ არ იყო სასარგებლო?“ — იტყვის ვინმე. თუ რატომ არ იყო სასარგებლო, თავად მან იცის, ვინც დაფარა; რადგან მოისმინე, რას ეუბნება იგი მოციქულებს: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,“ (). მაშ, რატომღა იჩენთ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას? ეს მოისმინეს მოციქულთა თავთან, პეტრესთან მყოფებმა, როცა თავიანთ საზომზე აღმატებულის გაგებას ეძიებდნენ.
„დიახ, — იტყვის ვინმე, — მაგრამ ასე შესაძლებელი იყო ელინთათვის პირის დახშობა“. როგორ, მითხარი? „იმიტომ, — ამბობს, — რომ ისინი ამ ქვეყნიერებას ღმერთად მიიჩნევენ; ხოლო თუ აღსასრულის ჟამი გვეცოდინებოდა, მათ პირს დავუხშობდით“. რა თქმა უნდა; მაგრამ მათი პირის დამხშობი რა არის — იმის ცოდნა, რომ მას ოდესმე აღსასრული ექნება, თუ იმის ცოდნა, როდის ექნება ეს აღსასრული? თუ მათი პირის დახშობა გსურთ, ეს უთხარით მათ, რომ მას აღსასრულ...
...(იოან. 21,17)
კუალად, ოდეს ჰკითხა საყუარელისა მისთჳს მოწფისა: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ და ჰრქუა უფალმან: „შენდა რაჲ არს?“ დადუმნა მეყსეულად.
კუალად, ჟამსა მას ამაღლებისასა ჰრქუა რაჲ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ“, დადუმნა და არა სიტყუა-უგო.
კუალად, ერდოთა მათ ზედა ოდეს იხილა ტილოჲ იგი და ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“, დუმნა და არ-ღარა სიტყუა-უგო. ესე ყოველი მიშუებითა მით ისწავა.
კუალად, ოდეს მკელობელი იგი განკურნეს, იტყოდა: „რაჲსა გუხედავთ ჩუენ, ვითარმცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“
აწ უკუე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩუენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს, ვითარმედ: არა კმა არს გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ კაცისაჲ წარმართებად კეთილსა რასმე, უკუეთუ ღმრთისამიერი შეწევნაჲ არა იყოს.
და კუალად არა სარგებელ გუეყოფვის, არცა მოგუეცემის ზეგარდამო შეწევნაჲ, უკუეთუ გულსმოდგინებაჲცა ჩუენი და მოსწრაფებაჲ არა იყოს. და ორივე ესე გამოაჩინეს იუდა და პეტრე. იუდას დიდად მიეცა შეწევნაჲ უფლისაჲ და არას ერ...