მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:20

19. და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ.20. რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მკჳდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.21. ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1
20. რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მკჳდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.
თავი ბ̂. სიტყჳსგებაჲ პეტრესი მოწაფეთა მიმართ განვრდომისათჳს იუდაჲსსა და დადგინებისა მატათიაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: "იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მას შინა" (ფსალ. 68:26) და "განმგებელი მისი სხუამან მიიღენ" (ფსალ. 108:8) (1,20).:

და მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა (1.15).

თარგმანი: რაჟამს-იგი ლოცვასა განკრძალულ იყვნეს, მათ დღეთა შინა აღდგა პეტრე, ვითარცა თავი მოციქულთაჲ. რომლისადა რწმუნებულ იყო ქრისტეს მიერ მწყსაჲ ცხოვართაჲ და წინამძღურობაჲ მოციქულთა მწყობრისაჲ; არამედ არარასვე ოქმოდა თჳნიერ ზოგადისა ყოველთა განზრახვისა. ხოლო იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ, დაღაცათუ საყდრის მპყრობელი იყო იერუსალემისაჲ, არამედ არავე თჳთ იწყებს სიტყუად, რამეთუ მშჳდცა იყო და არა ფრიად გამომეძიებელ საქმეთა. ამისთჳს მას მიუშუეს საყდარი იერუსალემისაჲ. ხილო თჳთ, ვითარცა უმკუეთელესნი მახჳლნი, მიმორბიოდეს აღჭრად ძირთა საცთურებისათა.

იყო რიცხჳ ერისა მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ (1,16).

თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ ათერთმეტთა მათ თანა იყვნეს სამეოცდაათნიცა მოწაფენი, და სხუათა რჩეულთა და უმჴურვალესთაგან აღივსებოდა რიცხჳ მათი ას-ოცად, რამეთუ ჯერეთ სხუანიცა იყვნეს, რომელნი არა მუნ იყვნეს მორწმუნენი ქრისტესნი, რომელთათჳს-იგი პავლე იტყჳს: "მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა" ().

კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 108-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წყევლის სახით ნათქვამი წინასწარმეტყველება:

...აჩვენებს მოციქულთა თავი, რომ ფსალმუნი იუდაზე ითქვა; უფრო სწორად, არა მთელი ფსალმუნი, არამედ ფსალმუნის ნაწილი.

რადგან ამბობს: ფსალმუნთა წიგნში წერია: „იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი;“ (; ). მაგრამ ეს ისევ სხვა საკითხს გვიჩენს: ორივე ეს სიტყვა ამ ფსალმუნში არ წერია; ამიტომ არ თქვა: ეს ფსალმუნი, არამედ მთელი წიგნი. რადგან სიტყვა „იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი;“ () სხვა ფსალმუნშია, ხოლო ამაშია: „განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.“ (). მაგრამ პეტრემ მაინც ორივე ერთ მოწმობად შეკრიბა. ამას პავლეც ყველგან აკეთებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი.“ ()....

სრულად ნახვა