მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:14

13. და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.14. ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით.15. და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1
14. ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოგ ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა უგულებელს-ჰყოფენ; და რაჲთა არა განვიცდიდეთ ქმნულკეთილობასა პირთასა:

...(იერ. 22,17) უმჯობეს იყო ესევითართა მათთჳს, თუმცა ბრმა იყვნეს, ვიდრეღა ესრეთ თუალთა მიერ წარწყმედაჲ სულთა თჳსთაჲ. არა გესმისა, ვითარმედ მოციქულთა ზე ზოგად იყვნეს მამანი და დედანი, და ყოვლადვე გულისსიტყუაჲცა ვნებული არავის მოუჴდებოდა? იყვნესო ქორსა მას შეკრებულ მამანი და დედანი, და ესოდენი სიწმიდე იყო მათ შორის, ვიდრეღა სული წმიდაჲ დიდებითა და ძლიერებითა დიდითა მოვიდა მათ ზედა. და დედათაცა დიდი სიმჴნე აჩუენეს, და მრავალთა მადლი მოციქულებისაჲ მიიღეს, და მამანიცა მაღალსა მას საზომსა სიწმიდისასა მიწევნულ იყვნეს.

ხოლო აწ ჩუენ უბადრუკთა ამათგან და საწყალობელთა ყოველივე ესე წარწყმდა, რამეთუ მამანი უძჳრეს იქმნეს ცხენთა მდრანჯობელთა, და დედათა წესი პატიოსნებისაჲ შეცვალეს სახედ მეძავთა. ამისთჳს ვიქმნენით ყოველნი საფლავ, სავსე ძუალებითა მკუდართაჲთა, და ყოვლითა არაწმიდებითა გარეშევიმკვებით, რაჲთა სათნო-ვეყოფოდით კაცთა, ხოლო შინაგან სავსე ვართ ყოვლითა ბოროტითა ცოდვისაჲთა, რომლისაგან აღვალს სულმყრალობაჲ შემაურვებელი, რომელი განიოტებს ჩუენგან სულსა წმიდასა.

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, დავსცხრეთ ესევითართა ამათ ვნებათაგან და ნუ აღვიტყინებთ თავთა ჩუენთათჳს უმეტესად ცეცხლსა მას გეჰენიისასა; აღვიხილნეთ თუალნი გონებ...

სრულად ნახვა