მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 1:10

9. და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაჲ იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა.10. და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,11. და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 1
10. და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა ხედვიდეს იგინი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა ესერა, ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა და ჰრქუეს მათ (1,10).:

თარგმანი: ჰხედვიდეს, არამედ ვერ სრულიად განიცდიდეს სიმაღლისაგან ცისა და უძლურებისაგან თუალთაჲსა. ამისთჳს ანგელოზნი, რომელნი მარადის ჩუეულ იყვნეს ჩუენებად კაცთა ყოველსავე შინა ქრისტეს განკაცებისა საიდუმლოსა, ხარებითგან ვიდრე ამაღლებამდე იგინივე აწ კაცად შეცვალებულნი ეჩუენნეს მოციქულთა, რაჲთა არა შეაშფოთნენ იგინი, ხოლო ორნი ამისთჳს, რამეთუ პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.

ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. რჩეული სამკვიდრებელი და ქრისტეს ამაღლება:

...ძალამ წარმართა. რადგან მხოლოდ ადამიანურ ბუნებას არ ძალუძდა უცხო გზით სვლა. ხოლო მხოლოდშობილი საკუთარი ხელმწიფებით ამაღლდა. ამიტომაც ლუკაც ასე ამბობდა: „და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა“ (). არ უთქვამს: „როცა იგი აჰყავდათ“, არც „როცა ატარებდნენ“, რადგან მომხდარი მისი საკუთარი სვლა იყო. ხოლო თუ ჯვრამდე წყალთა ზედა დადიოდა, როდესაც ჯერ კიდევ ვნებადი და მძიმე სხეული ემოსა, რა არის საკვირველი, თუ უხრწნელი სხეულის მიღების შემდეგ ჰაერსაც კვეთდა?

სადღაა მაშინ „ღაღადებითა“ ()? ვინ ღაღადებდა, როდესაც იგი ამაღლდა? თუმცა ეს დუმილით მოხდა და მხოლოდ თერთმეტი მოწაფე ესწრებოდა. ხედავ, რომ სიტყვები ზედაპირულად კი არ უნდა გავიგოთ, არამედ უნდა ვიცოდეთ, რას აღნიშნავს ისინი? ფსალმუნის შესავალში ვამბობდი, რომ ღაღადი სხვა რ...

სრულად ნახვა