თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუასაცა ადგილსა, ეტყოდეს რაჲ ჰურიანი, ვითარმედ: „კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“, არა დაჰჴსნა სიტყუაჲ იგი მათი, არამედ უფროჲსად დაამტკიცა და ჰრქუა: „უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი; უკუეთუ ვიქმ, დაღათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენენ“. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან იგინი იგონებდეს, ვითარმედ: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა“, თავადმან სხუაჲცა სასწაული ღმრთეებისა თჳსისაჲ აჩუენა და სახე დიდი მამისა თანასწორებისაჲ. რამეთუ იგინი იგონებდეს, თუ მიტევებაჲ ცოდვათაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ხოლო თავადმან დაფარულნიცა გულთა მათთანი გამოაცხადნა, რომელ ესეცა ღმრთისა საქმე არს. რამეთუ მათ სიტყუაჲ ესე არა გამოაცხადეს, არამედ გულთა შინა იგონებდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მუნ ვიეთმე მწიგნობართა თქუეს გულთა თჳსთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა...
სახარებაჲ მათესი 9:7
6. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა!7. და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა.8. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.
სახარებაჲ მათესი თავი 9