მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9:37

36. და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი.37. მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.38. ევედრენით უფალსა სამკალისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა.
სახარებაჲ მათესი თავი 9
37. მაშინ ჰრქუა მოწფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი – მცირედ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).:

...ჳს მას დღესა იქმნა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ისმინე:

ჯერ-იყო ჟამსა ოდენ ყანათა სპეტაკობისასა მოვლინებაჲ მანგალსა სულისასა. ამისთჳსცა მან, რომელმან თქუა — "აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან" () და "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი — მცირედ" (), პირველად უკუე აღიყვანა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ და მიერ გარდამოავლინა აღლესული მანგალი სულისაჲ. ხოლო ჯერ-იყო ესე ქმნად დღესა დღესასწაულისასა, რაჲთა, რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს ხილვად ჯუარ-ცუმასა უფლისასა, მათვე კუალად იხილონ სასწაული ესე ენათა განყოფისაჲ, რამეთუ დღისა მისთჳს მეერგასისა მრავალნი შეკრებულ იყვნეს მუნ, ვინაჲთგან დიდ იყო ჰურიათა შორის დღესასწაული ესე, ვინაჲთგან ამას მეერგასესა დღესა მოეცა ძუელი იგი შჯული მთასა ზედა. ამისთჳს მასვე დღესა მოჰფინა მადლი სულისაჲ, რაჲთა ცხად იქმნეს უფლებაჲ სულისა წმიდისაჲ და გამოთარგმანებულ — გამოჩინებაჲ ღმერთი, და იქადაგოს განუყოფელი ერთობაჲ სამ-გუამოვნისა ღმრთეებისაჲ, ვითარმედ ერთი და იგივე არს ძუელისა და ახლისა შჯულისა, მომცემელი. და განყოფილებასა შინა ჟამთასა —მისვე და ერთისა მოქმედი მაცხოვარებისაჲ, რამეთუ ვითარ-იგი ქრისტესა, ეგულებოდა რაჲ აღსრულებაჲ საცხორებელისა მის ვნებისაჲ, არა...

სრულად ნახვა