მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9:34

33. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა.34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.35. და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის.
სახარებაჲ მათესი თავი 9
34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჰრწმენა მისთჳს ჰურიათა, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა, ვიდრემდე მოუწოდეს მშობელთა მისთა“ (9,18).:

...ლნა თუალნი შენნი?“ რაჲთამცა ბოროტი რაჲმე დასწამეს, ვითარცა სხუასა ადგილსა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „ბელზებული-თა განასხამს ეშმაკთა“, ; ; ; და აქაცა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „შაბათსა დაჰჴსნის“, და კუალად: „ცოდვილი არსო“.

ეჰა დაბრმობილნო! რაჟამს-იგი აღტყინებულ იყვენით გულისწყრომითა, არა გკითხა ყოველთა ზოგად, ვითარმედ: „ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს“? და ვითარ ვერარაჲ ვინ თქუა თქუენგანმან, ამხილა, რამეთუ: უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ სიტყუაჲ, არამცა დასდუმენით. და რომელთა-ეგე გესმა რაჲ, ვითარმედ: აბრაჰამისა პირველ არს, და გენება მისი ქვისა დაკრებაჲ2 და იტყოდეთ, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, და თავთა თქუენთა ღმრთისად სახელ-სდებდით კაცისმკლველნი ეგე და მას, რომელმან ესეზომნი სასწაულნი ქმნნა, ეტყოდით, ვითარმედ: „არა ღმრთისაგანი არს“. თქუენ უკუეთუმცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იცნოდა იესუ ზრახვანი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განასხამს, თავსა თჳსსა განევლთა; ვერ მტკიცე არს მეუფებაჲ მისი“ (12,25-26).:

...ა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განასხამს, თავსა თჳსსა განევლთა; ვერ მტკიცე არს მეუფებაჲ მისი“ (12,25-26).

პირველ ამისაცა თქუეს გმობაჲ ესე მგმობართა მათ და ყოვლითურთ ეშმაკეულთა, ვითარმედ: „მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამსო ეშმაკთა“, და სახიერმან მან არა შეჰრისხნა, არამედ დაუტევნა, რაჲთა სასწაულთა მიერ ცნან ძალი მისი და სწავლათა მისთაგან გულისჴმა-ყონ დიდებულებაჲ მისი. ვინაჲთგან უკუე თჳსსავე უკეთურებასა ზედა დაადგრეს და ბოროტსა მასვე გმობასა იტყოდეს (დაღაცათუ, ერთად, შიშისათჳს ერისა მის, და მეორედ, ფრიადისა უპირულობისათჳს გმობისა მის, ჴმამაღლად ვერ იკადრებდეს თქუმად, არამედ გონებათა შინა თჳსთა, და რომელნიცა იყვნიან მორჩილ მათა, იტყოდეს), ამისთჳს აწ ამხილებს მათ უფალი; ერთად, რამეთუ ამით სახითა აჩუენებს ძალსა ღმრთეებისა თჳსისასა, რომელ დაფარულთა გულისა მათისათა გამოუცხადებს; მეორედ, ესრეთ ჴელმწიფებით განსხმითა ეშმაკთაჲთა. დაღაცათუ იგინი გმობდეს ფრიადისა მის შურისაგან, არამედ უფალმან კუალადცა ჴელ-ყო მხილებითა ამით კურნებაჲ მათი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ სიმშჳდე მტერთა მიმართ და კეთილის-ყოფაჲ მათი, რაოდენცა უცხოთა ჩუენგან ბოროტთა გუწამებდენ.

ესრეთ უკუე ინება რაჲ კუ...

სრულად ნახვა