...მიზეზობდეს და იტყოდეს, ვითარმედ: მამისათჳს ვსდევნით მას, ამისთჳს თქუა ესრეთ უფალმან, ვითარმედ: არა აქუს მიზეზი ცოდვისა მათისათჳს, რამეთუ სიტყჳთ ვასწავე კეთილი და საქმით ვქმენ შჯულისაებრ მოსესისა. და ამას ზედა თჳთ იგინი მოწამე არიან, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „არასადა ესევითარი გამოჩინებულ არს ისრაჱლსა შორის“; და ვითარმედ: „საუკუნითგან არა სმენილ არს, თუ აღუხილნა ვინ თუალნი ბრმად შობილისანი“. ხოლო რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: რაჲსათჳს შენცა და ჩუენცა გუდევნიან? ამისთჳს პირველვე ჰრქუა, რამეთუ: არა ხართ სოფლისაგან, ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგან. „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“. ხოლო კუალად რაჲთამცა არა თქუეს, ვითარმედ: უკუეთუ შენ გდევნიდეს, და ჩუენცა გუდევნიდენ; და უკუეთუ სიტყუაჲ შენი არა დაიმარხეს, და ამისთჳს არცა ჩუენი დაიმარხონ; უკუეთუ შენ ჰქმნენ სასწაულნი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, და არა ჰრწმენა, უკუეთუ სძულ შენცა და მამაჲცა შენი, რაჲსათჳს ჩუენ შთაგუყრი ჴელთა მათთა? ანუ რად ირწმუნონ ჩუენი? და რაჲთა არა იტყოდიან ამას ყოველსა, ამისთჳს ჰრქუა მათ სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ:
სახარებაჲ მათესი 9:33
32. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული.33. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა.34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა.
სახარებაჲ მათესი თავი 9