მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9:28

27. და წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო!28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.29. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ!
სახარებაჲ მათესი თავი 9
28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სასუფეველსა და განჰკურნებდა ყოველსა უძლურებასა ერისასა. და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა მას ასურეთსა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისადცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი. და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და წიაღ იორდანისაჲთ, და განკურნნა იგინი“ (4,23-25).:

...სწაულთა თანაწარჰჴდა და თქუა: „მოჰგურიდეს ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახე-თაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი“. და არავისგან ძებნა მაშინ სარწმუნოებაჲ, არცა ვის ჰრქუა, ვითარ-იგი ამისა შემდგომად ეტყოდა: „გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად?“ რამეთუ არღა ეჩუენა მათდა სახე ძლიერებისა თჳსისაჲ. არამედ იგი მისლვაჲ და მოგურაჲ უძლურთაჲ სარწმუნოებად შეჰრაცხა, რომელნი შორით მოვიდოდეს, რამე-თუ ყოველსა მას ქუეყანასა განისმა ჰამბავი მისი, „და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და წიაღ იორდანისაჲთ, და განკურნნა იგინი“.

სწავლაჲ იდ

ვითარმედ ჯერ-არს მარადის ჴსენებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ და ვედრებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა შეგჳნდოს; და საუკუნოჲსა მისთჳს სასჯელისა

და აწ ჩუენცა, მორწმუნენო, მივსდევდეთ მას, რამეთუ მრავალნი გუქონან სნეულებანი და უძლურებანი სულიერნი, და ჰნებავს სახიერსა მას ყოველთა განკურნებაჲ. მოუჴდეთ მას, შეუვრდეთ და ვევედრებოდით; ნუმცა რას ჴორციელსა ვითხოვთ, არამედ მოტევებაჲ ცოდვათაჲ ვითხოოთ, რამეთუ მზა არს მოცემად, უკუეთუ მჴურვალედ ვითხოოთ. მაშინ განისმა ჰამბავი მისი ასურეთსა, და ყოველნი შემოკრბებოდეს კურნებად, ხოლო აწ ყოველსა სოფელსა ქადაგებ...

სრულად ნახვა