...ენი თჳნიერ მრავალგზის სმენისა ესევითართა სიტყუათაჲსა ვერ მოდრკებიან. რამეთუ მაშინ ესეოდენთა სიტყუათა შემდგომად და ესეოდენთა საქმეთა ჯერეთ ქვასავე დაჰკრებდეს და სდევნიდეს და მგმობრად სახელ-სდებდეს, და რაჟამს-იგი ჰრქუა განრ-ღუეულსა, ვითარმედ: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, იტყოდეს, ვითარმედ: „გმობასა იტყჳს“; ; ; და კუალად, ოდეს თქუა, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს, სიკუდილსა არა მიეცეს“, ; (8,51-52) ეშმაკეულით ჰხადოდეს; და რაჟამს თქუა: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“, ; (14,10-11); (17,21) დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მ...
სახარებაჲ მათესი 9:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ს მას, ანუ თუ განკურნებაჲ მისი ეგულების. ხოლო ისმინე, თუ რაჲ ჰრქუა უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (5,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნიმე იტყჳან, თუ: ესე არს, რომლისათჳსცა მათეცა იტყჳს. და არა ესე არს, რამეთუ მას მრავალნი ჰყვეს მოღუაწენი, რომელთა მოიყვანეს უფლისა, ხოლო ამას არცა ერთი აქუნდა; მან არაჲ ჰრქუა უფალსა, ხოლო ამან ყოველივე ცხორებაჲ თჳსი მიუთხრა; და ესე შაბათსა განკურნა, ხოლო იგი - სხუასა დღესა; და იგი სახლსა შინა განკურნა, ხოლო ესე - საბანელსა თანა; და მას ჰრქუა: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ხოლო ამას ეტყოდა: „იხილე, ნუ კუალად სცოდავ“; და ჰურიანი აქა შაბათისათჳს დრტჳნვიდეს, ხოლო მუნ გმობასა სწამებდეს.
ხოლო შენ იხილე უფლისა სახიერებისა მიუწდომელობაჲ, ვითარმედ არა თუ ოდენ განკურნა, არამედ ძალიცა ესევითარი მისცა, რაჲთა აღიღოს ცხედარი თჳსი და ვიდოდის, რაჲთა საქმჱცა იგი განცხადნეს, და არა საუცრად შეჰრაცხონ; რამეთუ ამას უფალი ფრიად იქმ...
...წილ დადვა ქმნაჲ. ხოლო ფრიადი არს განყოფილებაჲ ამათი, რამეთუ მოცემაჲ მსახურისაჲ არს, რომელსა სხჳსაგან მოეღოს.
ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „იქმნა მადლი და ჭეშმარიტებაჲ“, საქმე არს მეუფისაჲ, რომელი ჴელმწიფებით მიუტევებს ცოდვათა და გამოაჩინებს ნიჭსა მისსა. ამისთჳსცა იტყოდა, ვითარმედ: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და კუალად იტყჳს: „რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; ; ჰხედავა, ვითარ იქმნების მადლი მის მიერ? ხოლო გულისხმა-ყავ ჭეშმარიტებაჲცა, რამეთუ მადლსა ესეცა საქმჱ და საქმეცა იგი ავაზაკისაჲ გამოაჩინებს მას და ნიჭიცა იგი ნათლის-ღებისაჲ და მადლი იგი სულისაჲ მის მიერ მონიჭებული და სხუანი მრავალნი. ხოლო ჭეშმარიტებაჲ კუალად გულისხმა-ვყოთ, უკუეთუ სახენი მისნი ვიხილნეთ, რამეთუ რომელნი-იგი აღსრულებად იყვნეს ახალსა ამას შინა შჯულსა, პირველვე გამოსახნეს სახეთა მათ ძუელისათა, და მოვიდა რაჲ, ქრისტე...
...თხე დღე არს“; და ვერ უძლონ მერმე თქუმად, თუ: არა მკუდარი აღადგინა. ეგრეთვე აქა ყოვლით კერძო დაემტკიცა და საცნაურ იქმნა სიკუდილი ყრმისაჲ მის, რაჲთა ყოველთავე ცნან ძალი საკჳრველებისაჲ მის. ამისთჳსცა, ხედვიდეს რაჲ მშობელნი მისნი, „უპყრა ჴელიო და აღადგინა ქალი იგი“. არა თუ სხუაჲ მისცა სული, არამედ იგივე, რომელი განსრულ იყო მისგან, მოაქცია და, ვითარცა მძინარე, განაღჳძა, რამეთუ ყოველივე ადვილ არს მის წინაშე.
„და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი“, რაჲთა ვერვინ მოიგონოს, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი. და არა თავადმან მისცა, არამედ მათ უბრძანა მიცემად, ვითარცა ლაზარეს ზე ჰრქუა მათ: „განჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის“; რაჲთა ორივე მტკიცე და განცხადებულ იყოს, მოკუდომაჲცა და აღდგომაჲ, და ვერვის ჴელ-ეწიფებოდის ორგულებაჲ ანუ ურწმუნოებაჲ.
ხოლო ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ამცნო მამა-დედათა მისთა, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი“, რაჲთა ყოვლით კერძო გუასწაოს ჩუენ სიმდაბლე და არაგამოცხადებაჲ ქველისსაქმეთა ჩუენთაჲ.
სწავლაჲ ლა: ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მიცვალებულთათ...
...სწაულთა თანაწარჰჴდა და თქუა: „მოჰგურიდეს ყოველთა ბოროტად სნეულთა თითოსახე-თაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნნა იგინი“. და არავისგან ძებნა მაშინ სარწმუნოებაჲ, არცა ვის ჰრქუა, ვითარ-იგი ამისა შემდგომად ეტყოდა: „გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად?“ რამეთუ არღა ეჩუენა მათდა სახე ძლიერებისა თჳსისაჲ. არამედ იგი მისლვაჲ და მოგურაჲ უძლურთაჲ სარწმუნოებად შეჰრაცხა, რომელნი შორით მოვიდოდეს, რამე-თუ ყოველსა მას ქუეყანასა განისმა ჰამბავი მისი, „და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და წიაღ იორდანისაჲთ, და განკურნნა იგინი“.
სწავლაჲ იდ
ვითარმედ ჯერ-არს მარადის ჴსენებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ და ვედრებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა შეგჳნდოს; და საუკუნოჲსა მისთჳს სასჯელისა
და აწ ჩუენცა, მორწმუნენო, მივსდევდეთ მას, რამეთუ მრავალნი გუქონან სნეულებანი და უძლურებანი სულიერნი, და ჰნებავს სახიერსა მას ყოველთა განკურნებაჲ. მოუჴდეთ მას, შეუვრდეთ და ვევედრებოდით; ნუმცა რას ჴორციელსა ვითხოვთ, არამედ მოტევებაჲ ცოდვათაჲ ვითხოოთ, რამეთუ მზა არს მოცემად, უკუეთუ მჴურვალედ ვითხოოთ. მაშინ განისმა ჰამბავი მისი ასურეთსა, და ყოველნი შემოკრბებოდეს კურნებად, ხოლო აწ ყოველსა სოფელსა ქადაგებ...