თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს სენი იგი, რომელი პირველვე განაწესა ქრისტემან აღმოფხურად, ოდეს-იგი იტყოდა: „რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად“; რამე-თუ უწყოდა, რავდენისა ბოროტისა აღმომაცენებელ იყო. ამის სენისაგან შეპყრობილ იყვნეს იგინიცა, რომელნი აწ ბრალობასა დასდებენ მოწაფე-თა ზედა უფლისათა. გარნა ეგრეთცა არა შეჰრისხნა მათ უფალმან, არცა ჰრქუა: ჵ მზუაობარნო და მაჩუენებელნო, რაჲსა ესრეთ ცუდადჰმეტყუელებთ? არამედ სახიერებით მიუგო: „ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოად?“ ოდეს-იგი მეზუერეთათჳს აბრალეს, უფიცხესად შეჰრისხნა მაბრალობელთა მათ, რაჲთა ნუგეშინის-სცეს მოწყლულთა მათ სულთა მათ-თა, რომელნი, ვითარცა ცოდვილნი, არაღირსად მიახლებისა თქუეს მწიგნობართა მათ. ხოლო აქა, ვინაჲთგან მოწაფეთა მისთათჳს იყო ბრალობაჲ, სიტკბოებით მისცა პასუხი. ხოლო სიტყუაჲ იგი მაბრალობელთაჲ მათ ესევითარი არს: იყავნ ესე შენთჳსო, რამეთუ იტყჳ, ვითარმედ: კურნებისა მა-თისათჳს და სარგებელისა სჭამ და სუამ მეზუერეთა თანა, მოწაფენი შენნი რაჲსათჳსღა დაუტეობენ მარხვასა და...
სახარებაჲ მათესი 9:15
14. მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?15. ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ.16. არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის.
სახარებაჲ მათესი თავი 9