მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 9:13

12. ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა.13. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.14. მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?
სახარებაჲ მათესი თავი 9
13. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს:

...(იგავ. 4,18) ხოლო ნათობენ არა თავთა თჳსთა ოდენ, არამედ სხუათაცა განათლებად. ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა დავაკლოთ ზეთი სანთელთა ჩუენთა, რაჲთა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მარადის კეთილ არს. რამეთუ იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“, ; რამეთუ მსხუერპლი ქებისაჲ ესე არს, რომელ არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.

ამისთჳს უკუე გევედრები, საყუარელნო, შევწიროთ ესევითარი ესე მსხუერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი-ესე უპატიოსნეს არს მარხვისა და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათაჲსა, რამეთუ ესევითარი უყუარს მსხუერპლი ღმერთსა, არამედ ნუმცა არს ესე ანგაჰრებისაგან ქმნილი, ნუცა მოტაცებულთა საფასეთაგანი, რამეთუ ესევითარი სძულს ღმერთსა და გარემიაქცევს პირსა თჳსსა მისგან. ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა არა დატკბობისა წილ განვარისხოთ იგი. და უკუეთუ კაენ, ვინაჲთგან უდარესი შეწირა ღმრთისა, დაისაჯა, რაჲ ვყოთ ჩუენ, უკუეთუ ანგაჰრებისაგან ვიქმოდით წყალობასა?

ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა მოხუეჭილთა მონაგებთაგან ვიქმოდით ქველისსაქმესა. უკუეთუ ერთი გულოცვიდეს და ერთი გუწყევდეს, რაჲ სარგებელ არს, გარნა ცუდი შრომაჲ? ხოლო უკუეთუ ვეკრძალებოდით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).:

...უყო და ჰრქუა მათ მხილებით:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველადცა სხუასა ადგილსა ჰრქუა: „წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ვინაჲთგან უკუე უგულისჴმოებასავე ზედა ეგნეს, ამისთჳს აწ აყუედრებს და იტყჳს: უკუეთუმცა ვითარცა გარქუ, გესწავა, რაჲ არს ძალი სიტყჳსა ამის, არამცა აბრალებდით და სჯიდით უბრალოთა ამათ; უკუეთუმცა გაქუნდა გონებაჲ ცნობად, თუ რომელნი არიან საქმენი თანამდებნი აწ, ვინაჲთგან მე ქუეყანად მოვედ, არამცა ესრეთ იტყოდეთ; უკუეთუმცა გულისჴმა-გეყო, ვითარმედ პირველვე ქადაგეს წინაჲსწარმეტყუელ-თა, ვითარმედ: მე წყალობაჲ მნებავს ნათესავისა კაცთაჲსაჲ და სხუათა წესთა სულიერთა განუწესებ, ხოლო წესთა ამათ აჩრდილისათა, მსხუერპლთა და მრგულიადდასაწუველთა, განვაქარვებ, რომელნი პირველითგან სიფიცხისა და სიზრქისათჳს გონებათა თქუენთაჲსა დაიწესნეს, და შაბათთა ამათ ძუელთა დავაცხრობ. უკუეთუმცა ესე გეცნა, აწმცა უბრალოთა ამათ არა აბრალებდით; არამედ ამასცა უმეცარ ხართ, რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

ესე თავისა თჳსისათჳს თქუა. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უგულის-ჴმონ...

სრულად ნახვა