...ჳსნი ყოვლისაგან სიტყჳსა.
სწავლაჲ კთ ცუდადმზუაობრობისათჳსვე
ხოლო ჩუენ ამის ყოვლისაგან რასა ვისწავებთ? გარნა ამას, ვითარმედ ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდადმზუაობრობაჲ, და ამან მოიყვანნა იგინი შურად, და ამან კუალად დაარწმუნა მათ, და მოუჴდეს იესუს და ჰრქუეს, ვითარმედ: „რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი?“ ; ;
ვივლტოდით უკუე, საყუარელნო, ამის ვნებისაგან, და უკუეთუ ამისგან ვივლტოდით, გეჰენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეჰენიისასა და ყოველგან განუფენიან თჳსნი რტონი და ყოველი ჰასაკი და ნათესავი უპყრიეს. ამან ეკლესიანი ზე და ქუე ქმნნა და ქალაქნი და ნათესავნი, ვიდრემდე უდაბნოთა განვიდა, და მუნცა თჳსი ბოროტი ძალი გამოაჩინა. რამეთუ რომელნი სოფლისა დიდებასა განეშორნეს და ყოველსა შუებასა და მძლავრთა მათ გულისთქუმათა არცხჳნეს, მათ მრავალგზის სძლო ამან ვნებამან ცუდადმზუაობრობისამან, და ყოველივე იგი წარწყმიდეს ამის ვნებისა მიერ, და მრავალთა სათნოებათა მოქმედი იგი ფარისეველი მრავალთა ცოდვათა მოქმედსა მეზუერესა უდარესად გამოჩნდა.
გარნა ძაგებაჲ ვნებისა ამის არა ძნელ არს, და ყოველთა ძალ-უც ესე, არამედ საქმჱ ესე არს, რაჲთა ვ...