მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:7

6. და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების.7. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.8. მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი.
სახარებაჲ მათესი თავი 8
7. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შე-რაჲ-ვიდა იგი კაფარნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების“ (8,5-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთროანი იგი ზემოწერილი მოუჴდა უფალსა, გარდამოვიდოდა რაჲ მთით, ხოლო ასისთავი - შესლვასა ოდენ მისსა კაფარნაუმდ. რაჲსათჳს უკუე არცა იგი, არცა ესე აღვიდეს მთად? არა თუ უდებებისათჳს, - ნუ იყოფინ! - არამედ უმეტესისა კრძალულებისათჳს, რაჲთა არა ჟამსა მას მოძღურებისა მისისასა საწყინოდ ექმნენ მას. ხოლო მოუჴდა რაჲ ასისთავი ესე, ეტყოდა: „უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ფრიად იგუემების“.

ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ არამოყვანებისა მისთჳს ყრმისა მის ეტყჳს ესრეთ, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ ამისთჳს ვერ უძლო მოყვანებად, რომელ მძიმითა სნებითა შეპყრობილ იყო. ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ ესეცა ფრიადისა მის სარწმუნოებისა მისისა სახე არს, რამეთუ ესოდენ გულსავსე იყო, ვითარმედ კმა არს ბრძანებაჲ ხოლო მეუფისაჲ აღდგინებად განრღუეულისა მის, ვიდრეღა არცა თუ საჴმარ იჩინა აღებაჲ და წინაშე მისსა მიყვანებაჲ, ვითარ-იგი ქმნეს მათ, რომელთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:5-13 — ასისთავის რწმენა და მონის განკურნება:

5-6. და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: - არც ეს მისულა მასთან მთაზე, რათა სწავლებაში ხელი არ შეეშალა. ეს ის ასისთავია, რომელიც ლუკასთანაც გვხვდება. თუმცა ლუკა ამბობს, რომ იესოსთან მან მოციქულებად სხვები გააგზავნა, მაგრამ მაინც არ ეწინააღმდეგება მათეს, რომლის თქმითაც ასისთავი მასთან თვითონ მივიდა, რადგან, როგორც ჩანს, ჯერ სხვები წარგზავნა, მაგრამ როცა საფრთხე გაიზარდა, უკვე თავად მივიდა და უთხრა:

6-7. უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი. - ასისთავმა ყრმა საწოლით არ მიუყვანა, სწამდა რა, რომ უფალს მისი განკურნება დაუსწრებლადაც შეეძლო. ამიტომაც,

8-10. მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (15,23-27).:

...იგი, რამეთუ უკუეთუმცა არა ენება, არცამცა მიეცა, არამედ იცოდა უფალმან, თუ ვითართა სიტყუათა ეგულებოდა დედაკაცსა მას თქუმად. ამისთჳს ჰყოვნიდა მინიჭებად მისა, რაჲთა გამოაცხადოს გონებაჲ მისი, სავსე სიბრძნითა და სარწმუნოებითა და სიმდაბლითა. და ვითარცა-იგი ასის-თავსა მის ზე ქმნა, რამეთუ თქუა: „მოვიდე და განვკურნო იგი“, რაჲთა გამოცხადნეს სარწმუნოებაჲ მისი, ვითარ მიუგო, ვითარმედ: „არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“; და წიდოვნისა მისთჳს იტყოდა: „ვინ შემახო მე?“ რაჲთა განცხადებულ იქმნას სარწმუნოებაჲ მისი; და სამარიტელსა მას ამხილა ცოდვაჲ მისი, რაჲთა საცნაურ-ყოს, ვითარ მხილებულიცა არავე განჰკრთა, არამედ უმეტესსა სარწმუნოებასა მოვიდა. ეგრეთვე აქა ესრეთ განაწესა, რამეთუ არა ენება, რაჲთამცა დაიფარა ესოდენი სათნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, არამედ ჯერ-უჩნდა გამოცხადებად დიდძალი იგი საუნჯე მის შორის დაფარული სარწმუნოებისა მის მჴურვალისაჲ და სიმდაბლისა ფრიადისაჲ; ვითარ თავადმან შვილად უწოდა უმადლოთა მათ ჰურიათა, ხოლო მან არა ხოლო დრტჳნვაჲ არა აჩუენა, არამედ უფროჲსად აღჰმატა ქებაჲ მათი; თქუა, ვითარმედ: „ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳ...

სრულად ნახვა