...არამედ ძალიცა ესევითარი მისცა, რაჲთა აღიღოს ცხედარი თჳსი და ვიდოდის, რაჲთა საქმჱცა იგი განცხადნეს, და არა საუცრად შეჰრაცხონ; რამეთუ ამას უფალი ფრიად იქმოდა: და პურთა მათ ზედა რაჲთა არა თქუან, თუ: უცნებაჲ იყო, ამისთჳს ფრიადი ნეშტი დააშ-თინა; და კეთროვანსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა“, რაჲთა განწმედაჲცა მისი საცნაურ იყოს, და რომელნი იტყოდეს, თუ: წინააღუდგების შჯულსა ღმრთისასა, მათ პირი დაუყოს.
ხოლო იხილე სარწმუნოებაჲ განრღუეულისაჲ მის, ვითარმედ მეყსეულად ჰრწმენა და აღდგა, სიტყჳსაებრ მისისა აღიღო ცხედარი თჳსი და არა ერჩდა მათ, რომელნი ეტყოდეს, ვითარმედ: „შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედრისა“ (5,10), არამედ ჰრქუა მათ, ვი-თარმედ: „რომელმან-იგი განმკურნა, მან მრქუა, ვითარმედ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ (5,11).
ხოლო მე ახოვნებად მიჩნს დიდად, რომელ არავის უსმინა ესოდენ-თა ერთა, რამეთუ არცა იცოდა, თუ ვინ არს, რომელმან განკურნა იგი, „რამეთუ იესუ მიეფარა“ (5,13). ხოლო იხილე უკეთურებაჲ ჰურიათაჲ, არა ჰრქუეს, თუ: ვინ არს, რომელმან განგკურნაო? არამედ: „ვინ არს, რომელმან გრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე?“ (5,12). და რამეთუ მარადის ცხორებასა კაცთასა ეშურებოდეს. ხოლო უფალი რად მიეფარა? ერთად, რაჲთა უეჭუე...