მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:34

33. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს.34. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღუართა მათთაგან.
სახარებაჲ მათესი თავი 8
34. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღუართა მათთაგან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვად მიერ გზით. და მათ ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა. იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიჰმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიჰმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე იგი ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან“ (8,28-34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცნი ჯერეთ უმეცარღა იყვნეს და კაცად სახელ-სდებდეს მას, ხოლო ეშმაკნი იგუემებოდეს რაჲ გამოჩინებითა მისითა და იცნეს უმეტესად, დაღაცათუ სრულიად ვერ დაიდასტურეს, არამედ ტანჯვისა მისგან, რომელ შეემთხუეოდა, სცნობდეს და ღმრთად აღიარებდეს მას, რაჲთა რომელთა ვერ ესმა უსიტყუელი იგი ქადაგებაჲ ზღჳსაჲ, რომელი მყის შიშითა მით და მყუდროებითა თჳსითა ღმრთეებისა მისისა ჴელმწიფებასა ღაღადებდა, მათ ესმეს აწ ჴმამაღლად ღაღადებაჲ ეშმაკთაჲ მათ, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“.

პირველად გამოაცხადეს მტერობაჲ და განდგომილებაჲ თჳსი, რაჲთა არა იჭუეულ იყოს სიტყუაჲ მათი, რამეთუ ძლიერად იტანჯებოდეს და დაიწუებოდეს ხილვითა მისითა. ვინაჲთგან ვერვის ჴელ-ეწიფებოდა მიახლებად მათდა და მოყვანებად ქრისტესა, ამისთჳს თავადი მივიდა მათ კერძო-თა, და იხილეს რაჲ იგი, ვერღარა თავს-იდებდეს მისმიერსა მას ტანჯვასა.

და მათე იტყჳს, ვითარმედ ჰრქუეს მას: „მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“; ხოლო ლუკა ამასცა შესძინებს, ვითარმედ: „ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს უფსკრულთა შთასლვად“, <span...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:28-34 — გერგესეველთა ეშმაკეულნი:

28. და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი.- მაშინ, როცა ხომალდზე მყოფთ უკვირთ, საიდან არის ეს, ვისაც ქარნი და ზღვა ემორჩილებიანო, მაცნეებად დემონები გვევლინებიან. მართალია, მარკოზი და ლუკა ერთს ასახელებენ, რომელსაც ეშმაკთა ლეგიონი ჰყავდა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ამ ორიდან ერთი უფრო საშიში იყო ვიდრე მეორე. რაკიღა საშიშნი იყვნენ და უფალთან მათ მიყვანას ვერავინ ბედავდა, იგი თვითონ მივიდა მათთან.

რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ მიერ გზით. - დემონები სამარხებში ცხოვრობდნენ, რადგან სურდათ კაცთათვის შთაეგონებინათ აზრი, რომ გარდაცვლილთა სულები დემონები ხდებიან, მაგრამ ასე ნურავინ იფიქრებს, რადგან სხეულიდან გამოსული სული სამყაროში კი არ ხეტიალობს, არამედ მართალთა სულნი ღმრთის ხელთაა, ხოლო, რაც ცოდვილთა სულებს შეეხება, აქედან ისინიც მიჰყავთ, როგორც, მაგალითად, სული მდიდრისა.

29. და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა. - აჰა, ძედ ღმრთისად...

სრულად ნახვა
სიტყვა კგ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო ეშმაკნი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკეთუ განგვასხამ ჩვენ, მიბრძანე ჩვენ მისვლად კოლტსა იმას ღორთასა (მათ. ჱ, ლა).

დღეს წაკითხული სახარება იპყრობს თვის შორის, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, საშინელსა და განსაცვიფრებელსა მოთხრობასა. ერთხელ იესო ქრისტე მიმოსვლასა თვისსა სოფლითი-სოფლად მიეახლა ერთსა სოფელსა, სახელდობრ გერგესეველთასა; მაშინ მიუხდნენ მას ორნი კაცნი, შეპყრობილნი და საშინელად გატანჯულნი სულთაგან არა-წმიდათა, იგინი სცხოვრობდენ ტყეში და კლდეებში, სამოსელს არ იცვამდნენ, საზარელად ყვიროდნენ და აშინებდენ ყოველთა მიმომსვლელთა. უფალსა იესო ქრისტეს შეეწყალა იგინი და მაშინვე უბრძანა სულსა არა-წმიდათა განსვლად მათგან. უკეთურნი, ვერ ბედვენ მისის ბრძანების წინააღმდეგობასა; იგინი მხოლოდ სთხოვენ მას, რათა უბრძანოს მას შესვლად კოლტსა ღორთასა: უკეთუ განგვასხამ ჩვენ, მიბრძანე მისვლა კოლტსა იმას ღორთასა. რას ნიშნავს, ძმანო, ეს გასაოცარი თხოვნა სულთა უკეთურთა? რისთვის მოინდომეს ამათ შესვლა კოლტსა ღორთასა? თუ სხვა უკეთესს ადგილს ვერ იპოვნიდნენ იგინი განსასვენებელად? რამ დაამდაბლა, რამ გააფუჭა იგინი იმ ზომამდე, რომ ვიდრემდის...

სრულად ნახვა
სიტყვა მეხუთესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესოისა; და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან (მათესი 8, 34).

აჰა, ძმანო, სადამდის მიიყვანს და რა უგუნურებაში ჩააგდებს კაცს ანგარება! ერთხელ უფალმან იესო ქრისტემან მახლობლად გერგესეველისა სოფლისა განკურნა ორნი კაცნი, შეპყრობილნი და მწარედ გატანჯულნი ეშმაკთაგან. როდესაც ეშმაკნი გამოვიდნენ კაცთაგან, იგინი შევიდნენ კოლტსა შინა ღორთასა, ღორები შეშინებულნი გაიქცნენ და შეცვივდნენ გადარინელის ტბასა შინა და დაიხრჩვნენ. როდესაც გაიგონეს ეს იქაურთა ღორების პატრონთა, მთელი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესოსა და შეეხვეწეს მას, რომ წავიდეს იქითგან, განეშოროს მათ, ნაცვლად სიხარულისა, რომ მათ ეწვია ესრეთი პირი და ორი მათი ძმანი გამოიხსნა ეშმაკების საპყრობილესაგან, იგინი შეწუხდნენ იმაზედ, რომ მათი ღორები დაიხრჩვნენ. ღორები უფრო ძვირფასი იყო და სანატრელი მათთვის, ვიდრეღა დიდი სასწაულ-მოქმედის ხილვა და ორი კაცის გაბედნიერება. აღარც ქადაგების სმენა მოინდომეს იესო ქრისტესაგან, აღარც სასწაულები: ევედრნენ მხოლოდ, რომ მალე წავიდეს მათი ქვეყნიდანა, - ეგოდენ დააბნელა მათი ჭკუა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის