თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცნი ჯერეთ უმეცარღა იყვნეს და კაცად სახელ-სდებდეს მას, ხოლო ეშმაკნი იგუემებოდეს რაჲ გამოჩინებითა მისითა და იცნეს უმეტესად, დაღაცათუ სრულიად ვერ დაიდასტურეს, არამედ ტანჯვისა მისგან, რომელ შეემთხუეოდა, სცნობდეს და ღმრთად აღიარებდეს მას, რაჲთა რომელთა ვერ ესმა უსიტყუელი იგი ქადაგებაჲ ზღჳსაჲ, რომელი მყის შიშითა მით და მყუდროებითა თჳსითა ღმრთეებისა მისისა ჴელმწიფებასა ღაღადებდა, მათ ესმეს აწ ჴმამაღლად ღაღადებაჲ ეშმაკთაჲ მათ, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“.
პირველად გამოაცხადეს მტერობაჲ და განდგომილებაჲ თჳსი, რაჲთა არა იჭუეულ იყოს სიტყუაჲ მათი, რამეთუ ძლიერად იტანჯებოდეს და დაიწუებოდეს ხილვითა მისითა. ვინაჲთგან ვერვის ჴელ-ეწიფებოდა მიახლებად მათდა და მოყვანებად ქრისტესა, ამისთჳს თავადი მივიდა მათ კერძო-თა, და იხილეს რაჲ იგი, ვერღარა თავს-იდებდეს მისმიერსა მას ტანჯვასა.
და მათე იტყჳს, ვითარმედ ჰრქუეს მას: „მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“; ხოლო ლუკა ამასცა შესძინებს, ვითარმედ: „ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს უფსკრულთა შთასლვად“, <span...