მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:22

21. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.22. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა.23. და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი.
სახარებაჲ მათესი თავი 8
22. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ერთმან მოწაფეთაგანმან ჰრქუა მას: მოძღუარ, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“ (8,21-22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა განყოფილებასა ამათ ორთასა? ვითარ ერთმან მან ურცხჳნოდ კადნიერებაჲ იჴმარა და ჰრქუა: „მიგდევდე შენ“, რომელიგი გულსა არა აქუნდა; ხოლო ესე საქმესა ჯეროანსა წარვიდოდა, არამედ ეგრეთცა ბრძანებაჲ ითხოა; გარნა არავე უბრძანა ქრისტემან, რამე-თუ ვითარცა ვთქუ, მარადის გონებათა განიხილვიდა. ხოლო რაჲსათჳს არა უბრძანა მისლვად და დაფლვად მამისა თჳსისა? რამეთუ იყვნეს სხუანი, რომელთამცა აღასრულეს საქმე იგი, და არა დაშთებოდა გუამი იგი დაუფლველად. ამისთჳს არა უბრძანა მოწაფესა მას უაღრესისა მის და დიდებულისა საქმისა დატევებაჲ, რომელ არს მის თანა ყოფაჲ, და წარსლვაჲ საქმესა მას გარეწარსა.

ხოლო რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“, ამით სიტყჳთა გამოაჩინა, ვითარმედ მკუდარი იგი არა მისი იყო, არამედ მათი, რომელნი ურწმუნოებითა მკუდარ იყვნეს სულიერად. ვინაჲთგან უკუე ურწმუნოებასა შინა აღსრულებულ იყო კაცი იგი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: აცადენ მკუდარნი იგი ურწმუნოებითა, რაჲთა მათ დაჰფლან მათისა ურწმუნოებისა მიმსგავსებული იგი მკუდარი, რამეთუ მათი არს იგი და არა ჩუენი, ხოლო შენ, რომელი-ეგე ჩემი ხარ, მე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:18-22 — ქრისტეს მიდევნების ფასი:

18. ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო. - რადგან არც პატივმოყვარე იყო და, ამასთან, იუდეველთა შურსაც განერიდა.

19-20. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. - მწიგნობარს სჯულის წიგნთა მცოდნეს უწოდებს. ამან, იხილა რა მრავალი სასწაული, იფიქრა, რომ იესოს მათგან შემოსავალი ჰქონდა და მის გაყოლასაც იმიტომ შეეცადა, რომ ქონება თვითონაც დაეგროვებინა. მაგრამ იესო განზრახვას მიუხვდა და თითქმის ეს უთხრა: "ჩემი გაყოლით შენ ქონების დაგროვებას ფიქრობ, მაგრამ ვერ ხედავ, რომ უსახლკარო ვარ? ჩემი მიმდევარიც ასეთი უნდა იყოს". უფალმა ეს მის დასარწმუნებლად თქვა, რათა განწყობილება შეცვლოდა და გაჰყოლოდა, მაგრამ მწიგნობარი გაშორდა. ზოგიერთი მელიებსა და ფრინველებში დემონებს გულისხმობს, ე. ი. უფალი მწიგნობარს ეუბნება: "შენში დემონები განისვენებენ, ამიტომ მე სულსა შინა შენსა განსასვენებელი არ მაქვს".

21-22. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...ალობასა შენსა ჩუენგან აბრაჰამისთჳს შეყუარებულისა შენ მიერ, და ისაკ მონისა შენისა და ისრაილ წმიდისა შენისა“** (). და თუ ამდენი ძალა ჰქონდათ, როგორ იყვნენ მკვდრები? და კვლავ ქრისტე ამბობს: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“ (). ამიტომ პავლე გარდაცვლილებს მკვდრებს კი არ უწოდებს, არამედ დაძინებულებს, როცა წერს: „ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს“ (). რადგან მართალი, თუნდაც აღესრულოს, არ მომკვდარა, არამედ სძინავს. ვინც უკეთესი სიცოცხლისკენ უნდა წარიგზავნოს, სძინავს; ხოლო ვინც უკვდავი სიკვდილისკენ უნდა წარიყვანონ, სიცოცხლეშივე აღსრულებულია და მკვდარია. ისინი ჯოჯოხეთში ჩადიან; ხოლო ესენი ზეცაში ავლენ და ქრისტესთან იქნებიან.

ამიტომაც წინასწარმეტყველმა უბრალოდ „ცოცხალნი“ კი არ თქვა, არამედ „ჩვენ, ცოცხალნი“, და საკუთარი თავი ჩართო. და რატომ არ თქვა „ცოცხალნი“, არამედ დაურთო „ჩვენ“? რ...

სრულად ნახვა