თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა განყოფილებასა ამათ ორთასა? ვითარ ერთმან მან ურცხჳნოდ კადნიერებაჲ იჴმარა და ჰრქუა: „მიგდევდე შენ“, რომელიგი გულსა არა აქუნდა; ხოლო ესე საქმესა ჯეროანსა წარვიდოდა, არამედ ეგრეთცა ბრძანებაჲ ითხოა; გარნა არავე უბრძანა ქრისტემან, რამე-თუ ვითარცა ვთქუ, მარადის გონებათა განიხილვიდა. ხოლო რაჲსათჳს არა უბრძანა მისლვად და დაფლვად მამისა თჳსისა? რამეთუ იყვნეს სხუანი, რომელთამცა აღასრულეს საქმე იგი, და არა დაშთებოდა გუამი იგი დაუფლველად. ამისთჳს არა უბრძანა მოწაფესა მას უაღრესისა მის და დიდებულისა საქმისა დატევებაჲ, რომელ არს მის თანა ყოფაჲ, და წარსლვაჲ საქმესა მას გარეწარსა.
ხოლო რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“, ამით სიტყჳთა გამოაჩინა, ვითარმედ მკუდარი იგი არა მისი იყო, არამედ მათი, რომელნი ურწმუნოებითა მკუდარ იყვნეს სულიერად. ვინაჲთგან უკუე ურწმუნოებასა შინა აღსრულებულ იყო კაცი იგი, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: აცადენ მკუდარნი იგი ურწმუნოებითა, რაჲთა მათ დაჰფლან მათისა ურწმუნოებისა მიმსგავსებული იგი მკუდარი, რამეთუ მათი არს იგი და არა ჩუენი, ხოლო შენ, რომელი-ეგე ჩემი ხარ, მე...