თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: საფასეთა შეკრებასა მოელია ჩემ თანა სლვითა და არა ჰხედავა, ვითარმედ არცა თუ სწორად მფრინველთასაცა არა არს განწესებული სავანე ჩემდა? არამედ „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“.
ეჰა საკჳრველი საკჳრველებათაჲ! დამბადებელსა ყოველთასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს! ვითარცა იტყჳს ღმრთისმეტყუელი: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.
რამეთუ მოვიდა ძიებად ჩუენდა, უცხოქმნულთა სამოთხისაგან და ღმრთისა, მოვიდა ძიებად ცხოართა ამათ წარწყმედულთა და შეცთომილ-თა მთათა ზედა და ჴევთა უღაღთა, წარტაცებულთა მჴეცთა მიერ ბოროტ-თა და სულთა მომსრველთა. ამისთჳსცა თავს-იდვა არაქონებად, სადამცა თავი მიიდრიკა, რაჲთა ჩუენ კუალადმაგნეს სავანეთა მათ საუკუნეთა. დიდებაჲ აურაცხელსა წყალობასა მისსა! ხოლო მწიგნობარსა მას არა თუ ამისთჳს ესრეთ მიუგო, რაჲთამცა გარემიაქცია, არამედ რაჲთა ამხილოს ბოროტი იგი გულისსიტყუაჲ მისი, და უკუეთუ...