მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:17

16. და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა.17. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა.18. ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო.
სახარებაჲ მათესი თავი 8
17. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნნა. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩუენნი აღიხუნეს და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნეს“ (8,16-17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოვედინ აწცა მადლი სახიერისაჲ მის ჩუენ ზედა და განიოტენ სულებისა მის არაწმიდისა ბრძოლანი ჩუენგან და განკურნენინ ბოროტნი იგი სნეულებანი სულთა ჩუენთანი, რომელ არიან ცოდვათა მიერ მოწევნულ; რომელმან-იგი მაშინ დიდებულითა მით ქველისმოქმედებითა მისითა ესრეთ მოიყვანა ერი იგი სარწმუნოებად, ვიდრეღა არცა ჟამი იგი მწუხრისაჲ უდებ-ჰყოფდა მათ მოყვანებად უძლურთა მათთა და მიღებად კურნებისა. ხოლო გულისჴმა-ყავთ ესე, თუ რავდენსა სიმრავლესა სასწაულთასა თანაწარჰჴდებიან მახარებელნი და არა იტყჳან თითოეულად, არამედ ერთითა სიტყჳთა ურიცხუთა მათ საკჳრველებათა შეამოკლებენ თხრობად და კაცად-კაცადისა მათისასა თქუმად თანაწარჰჴდებიან.

ხოლო ვინაჲთგან ესოდენთა ბოროტად სნეულთა და ეშმაკეულთა ერ-თითა სიტყჳთა კურნებაჲ წარმოთქუა მახარებელმან, რაჲთა არავინ ურწმუნო იქმნას, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი მოიყვანა მოწამედ, რამეთუ არარას უდარეს სასწაულთასა წერილთა მიერ პირველვე ქრისტესთჳს თქუმულნი წამებანი სარწმუნოებად მოიყვანებენ გონებათა მორწმუნეთასა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: წინაჲთვე ქადაგა საქმე ესე წინაჲსწარმეტყუელმან ესაია და თქუა: „მან უძლურებანი ჩუენნი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:16-17 — სნეულთა კურნება და ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულება:

16-17. და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნა. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩემნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნა. - უძლურნი მასთან უდროო დროს, საღამოს მიიყვანეს, მაგრამ ვითარცა კაცთმოყვარემან, უფალმა ყველანი განკურნა. შემდეგ, შენ რომ ეჭვი არ აღგძვროდა, ამდენი სნეული ასეთ მოკლე დროში როგორ განკურნაო, მახარებელი ესაიას იმოწმებს. მართალია, წინასწაარმეტყველი ამას ცოდვათა შესახებ ამბობს, მაგრამ მათემ მისი სიტყვები სნეულებებზე გადაიტანა, რადგან მათი უმეტესობა სწორედ ცოდვებისაგან ჩნდება.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის