თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ლუკაცა აჴსენებს ამას სასწაულსა და მცირედრე შეცვალებულად იტყჳს, რაჲთა არავინ თქუას, თუ ურთიერთას წინააღუდგებიან, ჯერ-არს ამისი განმარტებაჲ.
ვითარ უკუე იტყჳს ლუკა? ვითარმედ: „შევიდა იესუ კაპერნაუმდ. და ასისთავისა ვისმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. და ესმა მას იესუსთჳს და მიავლინა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი“. ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: თავით თჳსით მოუჴდა ასისთავი იგი და ევედრა.
თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: სხუაჲ არს ესე და სხუაჲ არს იგი, დაღაცა-თუ მსგავსებაჲ აქუს, რამეთუ მისთჳს ჰურიანი იტყჳან, ვითარმედ: „შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ“, ხოლო ამისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე“. და სხუასა მრავალსა იტყჳან, რაჲთამცა გამოაჩინეს, თუ არა ერთისათჳს არს ორთავე მახარებელთა სიტყუაჲ.
ხოლო მე ვიტყჳ, ვითარმედ: ერთ არს ასისთავი ესე, ორთავე მიერ თქუმული, და ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს. ვითარ უკუე მათე...