მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:10

9. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის.10. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე.11. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა.
სახარებაჲ მათესი თავი 8
10. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცაღა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“ (8,8-10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲმცა იყო უზეშთაეს ამის სარწმუნოებისა, ვინაჲთგან თავადსა უფალსა დაუკჳრდა იგი და ერსა მას სახედ მისცა საქმე იგი მისი, რაჲთა ჰბაძვიდენ მას. ჰხედავა, ვითარ რომელთაცა წამეს ჴელმწიფებაჲ მისი და ჰრწმენა ძალი და უფლებაჲ მისი, ყოველნი ქებისა ღირს იქმნეს? პირველ ამისა „განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ“; და არარაჲ ამას ზედა აბრალა, არამედ უფროჲსად გარდამოიყვანნა მთით თავისა თჳსისა თანა და წინაშე მათსა კეთროანი იგი განწმიდა დასამტკიცებელად გულისსიტყჳსა მის მათისა.

კუალად კეთროანი იგი იტყოდა: „უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“. და არა აბრალა, არამედ დაამტკიცა სიტყუაჲ მისი და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ და კუალად აწ თქუა ასისთავმან ამან: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“. და განუკჳრდა უფალსა სარწმუნოებაჲ მისი და თქუა: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“.

ესენი უკუე ესრეთ საქებელ იქმნეს, ხოლო მართა ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ თქუა, არამედ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
8:5-13 — ასისთავის რწმენა და მონის განკურნება:

5-6. და შე-რაჲ-ვიდა იგი კაპერნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: - არც ეს მისულა მასთან მთაზე, რათა სწავლებაში ხელი არ შეეშალა. ეს ის ასისთავია, რომელიც ლუკასთანაც გვხვდება. თუმცა ლუკა ამბობს, რომ იესოსთან მან მოციქულებად სხვები გააგზავნა, მაგრამ მაინც არ ეწინააღმდეგება მათეს, რომლის თქმითაც ასისთავი მასთან თვითონ მივიდა, რადგან, როგორც ჩანს, ჯერ სხვები წარგზავნა, მაგრამ როცა საფრთხე გაიზარდა, უკვე თავად მივიდა და უთხრა:

6-7. უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგუემების. ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი. - ასისთავმა ყრმა საწოლით არ მიუყვანა, სწამდა რა, რომ უფალს მისი განკურნება დაუსწრებლადაც შეეძლო. ამიტომაც,

8-10. მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ. არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის