მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:1

1. და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი.2. და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი.
სახარებაჲ მათესი თავი 8
1. და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲსა კაცი, რომლისა ძჱ სნეულ იყო კაფარნაუმს. ამას ესმა, ვითარმედ: მოსრულ არს იესუ ჰურიასტანით გალილეად; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს და განკურნოს ძჱ იგი მისი“ (4,46-47).:

...ყჳს; არამედ არა ესე არს, რამეთუ არა პატივისაგან ოდენ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ იგი იყო, არამედ სარწმუნოებისაგანცა, რამეთუ იგი იტყოდა, ვითარმედ: „არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა ჩემსა შემოხჳდე“, ხოლო ესე ევედრებოდა მისლვად; და მუნ მთით მოსრულ იყო კაფარნაუმს, და აქა - სამარიაჲთ კანას.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არასადა გრწმენეს. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან: უფალო, მოვედ მოსიკუდიდმდე ძისა ჩემისა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძჱ შენი“ (4,48-50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა ანუ სამარიტელთა აქებს, ვითარმედ თჳნიერ სასწაულთა ჰრწმენა, გინა თუ ქალაქსა მას აყუედრებს, კაფარნაუმს, ვინაჲ კაცი იგი იყო, რამეთუ დაღაცათუ ჰრწმენა მას, არამედ არა სრულიად; ამისთჳსცა ჰკითხვიდა თჳსთა მონათა, მი-რაჲ-ვიდა. რაჟამს მიუთხრეს სიმრთელჱ ძისა მისისაჲ, მაშინღა გულისხმა-ყო და ჰრწმენა ყოვლითურთ სახლეულით მისით. და ესე იცოდა უფალმან, მხედველმან გონებათამან, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს“. რამეთუ იხილენ, სიტყუანი მისნი ვითარ უძლურ არიან, ვითარ იტყოდა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი - წინა“ (19,30).:

...ეს პირველ მოსრულთასა ყოფად არიან. და კუალად თქუა ფარისეველთათჳსცა ურწმუნოთა, ვითარცა პირველ თქუა, ვითარმედ: „მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა“. ეგრეთვესახედ აქა მოასწავებს და შემოიღებს იგავსა, რაჲთა დიდი გულსმოდგინებაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ მოსცეს უკუანაჲსკნელ მოსრულთა მათ. ამისთჳსცა ესრეთ იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულად დრაჰკანი დღესა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. და განვიდა მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანსა ზედა უქმად, და ჰრქუა მათ: მივედით თქუენცა ვენაჴსა მას ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრე. ხოლო მეათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა მას ჩემსა. და ვითარცა შემწუხრდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მ შურისათჳს:

...მხიარულ არს განსაცდელსა ზედა მოყუსისასა და მწუხარე არს კეთილსა ზედა მისსა.

მოშურნენი მტერნი არიან ბუნებისანი, მჴეცნი არიან კაცთა მოძულენი, ამისთჳსცა მეძავთა და მეზუერეთა შეუძლეს შესლვად სასუფეველსა, ხოლო მოშურნენი გარე განცჳვენ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ძენი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა“.

ესე ვნებაჲ კაცსა ეშმაკად გარდააქცევს; ამან ქმნა პირველი კაცისკლვაჲ; ამან უვარ-ყოფად სცა ბუნებაჲ; ამან შეაგინა ქუეყანაჲ; ამან კუალად ქუესკნელთა დაანთქა დათან და აბირონ. გარნა ბოროტთა შურისათა თქუმად აურაცხელ არს; არამედ ჯერ-არს თქუმად, თუ ვითარ განვთავისუფლდეთ ამის ვნებისაგან.

აწ უკუე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა ჯერ-არს ყოვლადვე მოშურნისა შესლვაჲ ეკლესიად, უმეტეს, ვიდრეღა მსიძვისაჲ; რამეთუ ვხედავ, ვითარმედ შეურაცხად აქუს მრავალთა ესე ვნებაჲ და ამისთჳს უდებუყოფიეს.

არამედ იცან, კაცო, თავი შენი, და უკუეთუ დამონებულ სადა ხარ შურისადა, ტიროდე მწარედ, სულთ-ითქუემდ, იგლოვდ, ევედრებოდე უფალსა, შეინანე, ვითარცა დიდი ცოდვაჲ. ესრეთ თუ ჰყო, ადრე განთავისუფლდე ვნებისა მისგან. გულისჴმა-ყავ, რამეთუ უძჳრეს არს ყოველთა ბოროტთა ესე ვნებაჲ. ამან კაენ წარწყმიდა, ამან ესავი განაგდო, ამან ძენი იაკობისნი ძმისა მკლველ ყვნა, დაღაცათუ განგებულე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლა: ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მიცვალებულთათჳს, არამედ ლოცვაჲ მათთჳს და ჟამისწირვაჲ:

...უენცა განვამრავლენით ცოდვანი, და მათ მიერ იშვნეს უმეტესნი ბოროტნი და აურაცხელნი მწუხარებანი. ხოლო მის საუკუნისათჳს ესევითარი არაჲ გესმას, არამედ ყოველივე წინააღმდგომი, ვითარმედ: „წარჴდა სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ“, და „ინაჴ-იდგმიდენო აბრაჰამის თანა“; და სასძლოჲ ითქუმის შუენიერი და ლამპარნი ბრწყინვალენი და ნათელსა შინა ყოფაჲ და ანგელოზთა თანა სიხარული.

აწ უკუე შენ რაჲსათჳს იგლოვ წარსულსა მას და იქმ, რაჲთა სხუანიცა ძრწოდინ სიკუდილისაგან, ვითარცა ბოროტისა რაჲსმე საქმისაგან? ვითარ ვასწაოთ სხუათა უკუდავებისათჳს, ოდეს ჩუენ უმეტეს ურწმუნოთასა გუეშინოდის სიკუდილისაგან? და რაჲ ვყოთო, ბუნებითი არს საქმე ესე. ნუ იყოფინ! უწესოჲ ესე და უზომოჲ არა ბუნებითი არს, არამედ ჩუენისა ვერაგობისაგან დაწესებულ არს. ხოლო ბუნებითი საქმე არს წესიერად და მდუმრიად ცრემლი ზომითი და ვედრებაჲ ღმრთისაჲ წარსრულისა მისთჳს. ხოლო გსურის თუ საყუარელისა მის ხილვაჲ, კეთილი მოქალაქობაჲ მოიგე და ადრე იხილო იგი. ხოლო აწ ნუ უწესოდ იგლოვ, არამედ თავსა შენსა ნუგეშინის-ეც მცნებისათჳს ღმრთისა; გულისჴმა-ყავ, ვითარმედ დაღაცათუ აწ არა ჰქმნა ესე, არამედ სიგრძესა ჟამისასა თავით თჳსით ჰქმნა, და არარაჲ გაქუნდეს მაშინ სასყიდელი,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ჩემი“ (8,8).:

...ი ჩემი დაცემულ არს ცოდვათა შინა განრღუეული და ფრიად იგუემების მძლავრებისაგან ვნებათაჲსა; თქუ სიტყჳთა, და განიკურნენ უკურნებელნი იგი წყლულებანი მისნი. უკუეთუ გულითა მჴურვალითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა მოუწყინებელად ესრეთ ვევედრებოდით, გურქუას ჩუენ სახიერმან მან: „წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“ (8,8-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲმცა იყო უზეშთაეს ამის სარწმუნოებისა, ვინაჲთგან თავადსა უფალსა დაუკჳრდა იგი და ერსა მას სახედ მისცა საქმე იგი მისი, რაჲთა ჰბაძვიდენ მას. ჰხედავა, ვითარ რომელთაცა წამეს ჴელმწიფებაჲ მისი და ჰრწმენა ძალი და უფლებაჲ მისი, ყოველნი ქებისა ღირს იქმნეს? პირველ ამისა „განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ“;

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:

...სად გამოაჩინნა სასუფეველისა, დაღაცათუ ვერ შევიდეს მას შინა სასჯელისა მისთჳს, რომელსა თანამდებ იყო ბუნებაჲ ჩუენი, ვიდრემდე მოვიდა უფალი და სასჯელი იგი დაჰჴსნა და მართალნი იგი შეიყვანნა საშუებელად. ამისთჳსცა იტყჳს: „მოვიდენ აღმოსავალით და დასავალით და ინაჴ-იდგან წიაღთა აბრაჰამისთა და ისაკისთა და იაკობისთა“; და ლაზარე წიაღთა აბრაჰამისთა მიიწია; და სხუანი იგი ყოველნივე, რომელნი პირველ ქრისტეს მოსლვისა განბრწყინდეს, წესითა მის შჯულისაჲთა განბრწყინდეს. და ქრისტემანცა, მო-რაჲ-ვიდა ქუეყანად, აღასრულა იგი ყოვლითურთ, რაჲთა აჩუენოს თჳსებაჲ მისი ახლისა ამის თანა. რამეთუ უკუეთუ ვინ თქუას, თუ ამისთჳს აღასრულა, რაჲთა ჰურიანი მოიზიდნეს სარწმუნოებად თჳსად - უკუეთუმცა შჯული იგი ბოროტ იყო, ჰურიათა გულსავსე-ყოფისათჳს უფალი ბოროტსა წესსა არა აღასრულებდა, ვი-თარცა-იგი არა აღასრულნა წესნი წარმართთანი გულსავსე-ყოფისა მათისათჳს.

ამის ყოვლისაგან უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა ამისთჳს დააცხრვო ძუელი იგი შჯული, რომელ ბოროტ იყო, - რამეთუ არა ბოროტ იყო, - არამედ ამისთჳს, რომელ უაღრესთა და უზეშთაესთა მცნებათა ჟამი იყო. ხოლო უკუეთუ არა იყო იგი სრულებასა ამას შინა ახლისა შჯულისასა, ნუ გიკჳრს, ნუცა ამისთჳს ბოროტად შეჰრაცხავ მას, რამეთუ ახალიცა ესე გულისჴმის-ყოფ...

სრულად ნახვა