თ ა რ გ მ ა ნ ი: სიტყჳსა ამის მიერ გამოაჩინებს რისხვასა თჳსსა ესევითარისა მოქმედთა ზედა, რამეთუ სადაცა ენებოს გამოჩინებად, ვი-თარმედ ცოდვაჲ იგი დიდ არს და სასჯელისა ღირს და რისხვისა ფრიადისა, რისხვისაცა და შეურაცხებისა სიტყუასა იწყებს, ვითარცა-იგი ყო მონასა მას ზედა, რომელი ასისა მის დრაჰკნისათჳს აშთობდა მოყუასსა თჳსსა, რამეთუ ჰრქუა მას უფალმანო: „მონაო ბოროტო, ყოველი იგი თანანადები შენი მიგიტევე შენ“; ეგრეთვესახედ აქა იტყჳს: „ორგულო, აღმოიღე პირველად დირე თუალისაგან შენისა და მერმე იხილო წუელი აღმოღებად თუალისაგან ძმისა შენისა“; რამეთუ არა სიყუარულისაჲ არს საქმე შენი, არამედ სიძულილისაჲ, და სახე კაცთმოყუარებისაჲ გმოსიეს, ხოლო საქმესა უკეთურებისასა აღასრულებ, რამეთუ ყუედრებასა და შეურაცხებასა ზომისა უმეტესსა დაჰკრებ მოყუასსა ზედა ცთომა-თათჳს მცირეთა, და მოძღურისა წესი მიგიტაცებიეს, რომელი-იგი არცა თუ მოწაფედ ღირს ხარ. ამისთჳს ორგულად სახელ-გდებ, რამეთუ სხუათა ზედა ესრეთ მწარე მსაჯული ხარ, ვიდრეღა წლჳლთაცა და უნდოთა განიცდი, და შენთა მათ საქმეთა ზედა ესრეთ უდებ ხარ, რომელ დიდთაცა...
სახარებაჲ მათესი 7:4
3. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა!5. ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა.
სახარებაჲ მათესი თავი 7