თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ მრავალნი აწ იქმან საქმესა ამას და, იხილიან რაჲ მონაზონი მცირედ რაჲმე მეტითა სამოსლითა მოსილი, მცნებასა მას უფლისასა მეყსეულად წინაუყოფენ და თავისა თჳსისასა არა ხედვენ, ვითარ დღითი-დღე იტაცებენ და მიიხუეჭენ გლახაკთაგან და ჭირვეულ-თა. კუალად უკუეთუ იხილონ მცირისა რაჲსმე სანუაგისა ჭამად, განიკითხვენ, ჰბასრობენ, ზედადაესხმიან და არა განიცდიან თავისა თჳსისა დღითი-დღე შუებასა და მთრვალობასა, არცა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ცოდვათა თჳსთა თანა ამისცა ჯერისათჳს უმეტეს შეიკრებენ თავთა თჳსთა ზედა ცეცხლსა მას გეჰენიისასა და ყოვლისავე სიტყჳს-გებისაგან გამოაჴუებენ სულთა თჳსთა; რამეთუ თჳთ იგინი განაწესებენ საქმესა ამას, ვითარმედ ჯერ-არს მცირეთაცა ცთომათა მათთა გამოწულილვით განკითხვაჲ, ნუმცა უკუე მძიმედ უჩნს, ოდეს მათცა ბრალი მიეჴადებოდის ყოველთა საქმეთა მათთათჳს. არამედ კეთილად ყურად-იღებდიედ ბრძანებასა უფლისასა:
სახარებაჲ მათესი 7:3
2. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.3. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა!
სახარებაჲ მათესი თავი 7