მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:25

24. ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა.25. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.26. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა.
სახარებაჲ მათესი თავი 7
25. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა მას გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, და მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი, ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა“ (7,24-25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ განაწესებს სიტყუასა თჳსსა? ოდესმე იტყჳს: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო!“ ოდესმე იტყჳს: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“; და კუალად თავსა თჳსსა აჩუენებს მსაჯულად და განმკითხავად ყოველთა და იტყჳს, ვითარმედ: „მას ჟამსა ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“; რაჲთა ორივე გულისჴმა-უყოს კაცთა: განგებულებაჲცა იგი მამისაჲ და ყოვლისა მპყრობელობაჲ და თანაარსობაჲცა თჳსი და ჴელმწიფებაჲ.

და აწ კუალად გამოაჩინებს უფლებასა თჳსსა და იტყჳს: „ყოველმან, რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი“. ვინაჲთგან საუკუნისა მისთჳს მერმისა თქუა და წარმოიღო სიტყუაჲ სასუფეველისათჳს და მადლთა მათთჳს გამოუთქუმელთა და ნუგეშინის-ცემისა მისთჳს მიუთხრობელისა და სხუაჲ ესევითარი მრავალი გულისჴმა-გჳყო, ჰნებავს აწ ჩუენებად, თუ რაოდენი ძალი აქუს სათნოებასა ამასვე საწუთროსა შინა. ხოლო რაჲ არს ძალი მისი? - რომელ უცთომელ-ჰყოფს მუშაკსა თჳსსა და უზეშთაეს ყოველთა წინააღმდგომთა მისთა გამოაჩინებს და არა შეუნდობს მავნებელთა მისთა ძლევად მისდა. რაჲმცა იყო უკუე უაღრეს ამისა? რამეთუ ამას საქმესა ვერცა თუ მეფესა ყოვლისა სოფლისასა ჴელ-ეწიფების თავისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:24-27 — კლდეზე და ქვიშაზე აშენება:

24-25. ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა. - გარეშე ღმრთისა სათნოებაში წარმატება შეუძლებელია. ამიტომაც ამბობს: ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა. კლდე ქრისტეა, სახლი კი - სული. ამრიგად, ვინც თავის სულს ქრისტეს მცნებათა აღსრულებით დამოძღვრავს (მოაწესრიგებს), მის დარღვევას ვერც წვიმა, ეშმაკს ვგულისხმობ, რომელიც ზეციდან ჩამოვარდა, ვერც მდინარენი - კაცნი მავნებელნი, რომელთა რიცხვიც ამ წვიმისაგან მრავლდება, და ვერც ქარნი - სულნი ბოროტებისა, და საერთოდ, ვერც ვერავითარი ცდუნება, ვერ შეძლებს.

26-27. და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად. - არ უთქვამს "ვამსგავსო იგი", არამედ "თვითონ ემსგავსება"...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის