თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ არა კმა არს სარწმუნოებაჲ, არამედ საქმენი კეთილნიცა ჯერ-არიან მოგებად? რამეთუ რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი სათნოებისაჲ, მოეკუეთების და ცეცხლსა დაედების. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ სასწაულად მართლმორწმუნეობისა სათნოდ მოქალაქობაჲ განაწესა და თქუა: „ნაყოფთა მათ-თაგან იცნნეთ იგინი“. უკუეთუ ჭეშმარიტად სათნონი იყვნენ, არა დაიფარვის საქმე მათი, არამედ საცნაურ იქმნას. ხოლო სიტყუათა ამათ მიერ უნაყოფოებაჲცა ჰურიათაჲ გამოსახა, რომელთა ვერსადა გამოი-ღეს ნაყოფი რაჲმე კეთილი. ამისთჳსცა სიტყუანი იოვანესნი აჴსენნა, რამეთუ იგიცა ამითვე წესითა ეტყოდა მათ, რაჟამს შემოიღო სახედ სახელი იგი ცულისაჲ და მოკუეთაჲ ხისა მის უნაყოფოჲსაჲ და დადებაჲ ცეცხლსა უშრეტსა.
სახარებაჲ მათესი 7:19
15-16. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. - ჩვეულებრივ, ერეტიკოსები ვერაგნი და ცბიერნი არიან, ამიტომაც გვეუბნება: უფრთხილდითო. ისინი ტკბილად მეტყველებენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოსდა პატიოსნად ცხოვრობენ, მაგრამ შიგნით ანკესი აქვთ დამალული. ცხვრის სამოსი - ეს თვინიერებაა, რომლითაც ზოგიერთი თვალთმაქცი იმ მიზნით სარგებლობს, რომ იმლიქვნელოს და იცრუოს. ისინი ნაყოფისაგან, ანუ საქმეთაგან და ცხოვრებისაგან შეიცნობიან, რადგან ერთხანს კიდევაც რომ შეინიღბონ, დაკვირვებულთაგან მაინც იმხილებიან.
16-17. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს. - ეკალნი და კუროსთავნი თვალთმაქცები არიან, ეკალნი იმიტომ, რომ ფარულად იჩხვლიტებიან, ხოლო კუროსთავნი იმიტომ, რომ ცბიერნი და მოხერხებულნი არიან. ხენეში (ბოროტი) ხე კი ყველა ისაა, ვისაც უქმი და გარყვნილი ცხოვრება წაახდენს.
18. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის