მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:15

14. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას.15. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.16. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ?
სახარებაჲ მათესი თავი 7
15. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალენით ცრუწინაწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ“ (7,15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ზემოჴსენებულთა მათ თანა ძაღლთა და ღორთა სხუაჲცა სახე წინააღმდგომთაჲ გუაუწყა, ფრიად მათსა უძჳრესი, რამეთუ მათი განცხადებული არს ბრძოლაჲ, ხოლო ამათი - დაფარული; ამისთჳს მათგან განყენებაჲ ბრძანა, ხოლო ამათგან - დიდად კრძალვაჲ და გონიერად რიდობაჲ. და ცრუწინაწარმეტყუელად სახელ-სდვა, რაჲთა მოაჴსენოს, ვითარმედ პირველ მათსაცა ყოფილ არიან ესევითარნი, და არა ფრიად შეშინდეს, ესმას რაჲ, ვითარმედ იწროჲსა და საჭიროჲსა გზისა სლვაჲ წინაუც და ესოდენნი წინააღმდგომნი ებრძვიან. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნუ სულმოკლე ხართ და მოშიშ, რამეთუ არა თქუენ ზედა ოდენ იქმნების ესე, არამედ პირველთაცა წინაწარმეტყუელთა ზე იყვნეს ცრუწინაწარმეტყუელნი და სხუანი ბევრეულნი განსაცდელნი; რამეთუ მარადის ეშმაკი მბრძოლი არს ჭეშმარიტებისაჲ, პირველითგან ვიდრე აღსასრულადმდე.

ხოლო ცრუწინაწარმეტყუელად აქა არა მწვალებელთა ოდენ მოასწავებს, არამედ მათცა, რომელნი საქმეთა ბოროტთა მოქმედნი იყვნენ და სათნოებასა იჩემებდენ, რომელთაცა მრავალნი მაუცრად სახელ-სდებენ. ამისთჳსცა თქუა ესრეთ:

მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:15-20 — ცრუ წინასწარმეტყველნი და ნაყოფი:

15-16. ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. - ჩვეულებრივ, ერეტიკოსები ვერაგნი და ცბიერნი არიან, ამიტომაც გვეუბნება: უფრთხილდითო. ისინი ტკბილად მეტყველებენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოსდა პატიოსნად ცხოვრობენ, მაგრამ შიგნით ანკესი აქვთ დამალული. ცხვრის სამოსი - ეს თვინიერებაა, რომლითაც ზოგიერთი თვალთმაქცი იმ მიზნით სარგებლობს, რომ იმლიქვნელოს და იცრუოს. ისინი ნაყოფისაგან, ანუ საქმეთაგან და ცხოვრებისაგან შეიცნობიან, რადგან ერთხანს კიდევაც რომ შეინიღბონ, დაკვირვებულთაგან მაინც იმხილებიან.

16-17. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღოს, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღოს. - ეკალნი და კუროსთავნი თვალთმაქცები არიან, ეკალნი იმიტომ, რომ ფარულად იჩხვლიტებიან, ხოლო კუროსთავნი იმიტომ, რომ ცბიერნი და მოხერხებულნი არიან. ხენეში (ბოროტი) ხე კი ყველა ისაა, ვისაც უქმი და გარყვნილი ცხოვრება წაახდენს.

18. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა...

სრულად ნახვა
სიტყვა თქმული სააკთედრო ეკკლესიაში 1877 წელსა, წინაშე შეკრებილთა მოსწავლეთა სხვა-და-სხვა სასწავლებელთაგან
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდნენ თქვენდა სამოსლითა ცხოვართათა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ-მტაცებელი, ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი.( მათ. 7, 15 - 16).

ამ სიტყვებით, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ, რომ გავუფრთხილდეთ, მოვერიდოთ ცრუთა წინასწარმეტყველთა, ესე იგი ცრუთა მოძღვართა, მასწავლებელთა, რომელნი არა ჭეშმარიტებასა გვასწავლიან, არამედ სიცრუვესა, ღვთისაგან გამოცხადებულის სჯულის და სიტყვის წინააღმდეგსა სწავლასა.

ახლა სწორედ მრავლდებიან ესრეთნი ცრუნი წინასწარმეტყველნი ანუ მასწავლებელნი. ეს რომ მართალია, სუყველამ ვიცით. ზოგიერთთა ჩვენგანთა არა თუ ვიცით, არამედ სატირლად და საგოდებლად გაგვიჩნდა ესა. ბევრნი მამანი არიან, რომელნი სტირიან ახლა და თავს იკლავენ ჯავრითა, ახლანდელთა ცრუ წინასწარმეტყველთა მიზეზით. მაშასადამე, ჩვენ სულიერთა მოძღვართა თქვენთა, მიუცილებელი მოვალეობა გვაქვს, ხშირად გაგაფრთხილოთ თქვენ ამა ცრუ წინასწარმეტყველთაგან. მათ ახლაც ისეთი ნიშნები აქვსთ და სახე, როგორიც ჰქონდა ცრუ-წინასწარმეტყველთა, მაშინ, როდესაც იესო ქრისტე იტყოდა ამა სიტყვებსა:...

სრულად ნახვა
თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაჲსწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროსა მას საცთურსა თანა აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისაგან თჳსისა, არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისსა დიდებაჲ და აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა, ამინ (3,17-18).:

...ესუ ქრისტესითა. მისსა დიდებაჲ და აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა, ამინ (3,17-18).

თარგმანი: ამას პავლეცა ღაღადებს: "ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან" (); და თჳთ თავადი უფალი: "ეკრძალენით მათგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ" (), რამეთუ უმეტეს ყოვლისა მავნებელ არს თანა-აღრევაჲ უჯეროთა საცთურისაჲ და დამჴსნელ ყოვლისა წესიერებისა და კრძალულებისა სულიერისა; ვინაჲცა აღვირჩიოთ მახლობელ ყოფაჲ კაცთა წმიდათა და სიტყჳთ და საქმით მარგებელთაჲ, რომელთა მიერ აღორძნდების ჩუენ შორის ყოველი კეთილი, მადლითა და წყალობითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და ყოველთა საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

სრულად ნახვა