თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“, და აწ იწრო და საჭირველ უწოდა გზასა მას ცხორებისასა? ხოლო ორივე ესე ჭეშმარიტ არს, რამეთუ ტკბილ არს უღელი მისი და ტჳრთი - მცირე სასოებისა მისთჳს მერმეთა მათ კეთილთაჲსა; რომელთა თუალნი გონებისანი ახილულ იყვნენ და მოელოდინ სასუფეველსა მას ცათასა და საშუებელსა მას დაუსრულებელსა და ხილვასა პირისა ღმრთისასა, მათ ყოველივე ჭირი წარმავალი სუბუქ და ადვილად უჩნს; ესრეთ უკუე ტკბილ არს უღელი მისი და ტჳრთი - მცირე. ხოლო რომელთა გონებანი ჯერეთ ზრქელ იყვნენ და მძლავრებანი ვნებათანი ჰბრძოდინ და ვერ ეძლოს განცხადებულითა თუალითა განცდად დიდებასა ღმრთისასა, მათთჳს იწრო არს ბჭე იგი სათნოებათაჲ და გზაჲ იგი - საჭირო, არა მისისა მის ბუნებისაგან, არამედ ჩუენისა უგულისჴმოებისაგან. ხოლო უკუეთუ ვინებოთ გულისჴმის-ყოფაჲ, ვიხილოთ საჭიროჲ იგი გზაჲ ფრიად სუბუქ და ადვილ. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ვითარ იტყჳ, თუ იწროჲ იგი და საჭიროჲ ადვილ არს? ჰე, ეგრეთ არს ჭეშმარიტად, და ესე ესრეთ გულისჴმა-ყავ: იწროჲ ესე და საჭიროჲ ბჭე არს და გზაჲ; და...
სახარებაჲ მათესი 7:14
13. შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა.- ვიწრო ბჭეში განსაცდელებს გულისხმობს, როგორც ნებაყოფლობითს, მაგალითად, მარხვასა და სხვა ამდაგვარს, ისე იძულებითსაც, მაგალითად, ბორკილებსა და დევნას. როგორც ხორცმრავალ ან მძიმე ტვირთაკიდებულ კაცს არ მეუძლია ვიწრო ბჭით შესვლა, ასევე გაზულუქებულსა და მდიდარსაც; ამგვარნი ფართო გზით შედიან. გვიჩვენებს რა, რომ სივიწროვეც დროებითია და სიფართოვეც წარმავალი, მათ ბჭესა და გზას უწოდებს; რადგან ვინც შეურაცხყოფას დაითმენს, რამდენადმე ბჭეს ანუ ტანჯვას გაივლის, ხოლო გაზულუქებული ვითარცა გზას, ტკბობას ადგება. რამდენადაც ორივე წარმავალია, უმჯობესის არჩევაა საჭირო.
14. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას. - სიტყვა ვითარ-იგი გაკვირვებას გამოხატავს, რამეთუ უფალს უკვირს: როგორი ვიწროა ბჭე! მაშინ სხვაგან რატომღა ამბობს: უღელი ჩემი სუბუქ არს? - მომავალ საზღაურთა გამო.
...გი დავიმკჳდრნეთ და ზეცად აღვიდეთ.
ნუცა ვჰგონებთ, თუ ძნელ არს გზაჲ იგი; „უკუეთუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ესე-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა“.
გარნა „იწროჲ არსო ბჭე და გზაჲ იგი საჭირველ“, - მეტყჳან ვინმე. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელი ამას იტყჳ: პირველი იგი გზაჲ, რომელსა ხჳდოდე, ვითარი იყო? არა იწროჲ ხოლო იყო და საჭირველ, არამედ სრულიად უვალ და მჴეცთაგან ბოროტთა სავსე, და იყავ შენ შეყენებულ მას შინა და გამოსლვისა ღონე არცა ერთი რაჲ გაქუნდა; და ვითარცა-იგი ჩჩჳლთა ვერ ჴელ-ეწიფებოდა წიაღსლვაჲ ზღჳსა მის მეწამულისაჲ, არა თუმცა ქმნილ იყო სასწაული იგი განპებისა მისისაჲ, ეგრეთვე შენ ვერ ჴელ-გეწიფებოდა პირველისა მის ცხორებისაგან ზეცად აღსლვაჲ, უკუეთუმცა არა მოსრულ იყო ნათლის-ღებაჲ. არამედ მან შეუძლებელი იგი მადლითა ქრისტესითა შესაძლებელ-ყო. ხოლო უკუეთუ შეუძლებელი იგი შესაძლებელ იქმნა, რავდენ უფროჲსად აწ ძნელი იგი ადვილ იყოს? იგი საქმე ზეგარდამოჲსა მადლისაჲ იყოო. ამისთჳს უკუე უმეტესი გაქუნდინ სასოებაჲ, რამეთუ უკუეთუ მაშინ მადლი ხოლო ესრეთ შემწე გექმნა, უკუეთუ აწ შრომაჲცა უჩუენო, არა უფროჲსად შემწე გეყოსა? უკუეთუ უნაყოფოებასა...