თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“, და აწ იწრო და საჭირველ უწოდა გზასა მას ცხორებისასა? ხოლო ორივე ესე ჭეშმარიტ არს, რამეთუ ტკბილ არს უღელი მისი და ტჳრთი - მცირე სასოებისა მისთჳს მერმეთა მათ კეთილთაჲსა; რომელთა თუალნი გონებისანი ახილულ იყვნენ და მოელოდინ სასუფეველსა მას ცათასა და საშუებელსა მას დაუსრულებელსა და ხილვასა პირისა ღმრთისასა, მათ ყოველივე ჭირი წარმავალი სუბუქ და ადვილად უჩნს; ესრეთ უკუე ტკბილ არს უღელი მისი და ტჳრთი - მცირე. ხოლო რომელთა გონებანი ჯერეთ ზრქელ იყვნენ და მძლავრებანი ვნებათანი ჰბრძოდინ და ვერ ეძლოს განცხადებულითა თუალითა განცდად დიდებასა ღმრთისასა, მათთჳს იწრო არს ბჭე იგი სათნოებათაჲ და გზაჲ იგი - საჭირო, არა მისისა მის ბუნებისაგან, არამედ ჩუენისა უგულისჴმოებისაგან. ხოლო უკუეთუ ვინებოთ გულისჴმის-ყოფაჲ, ვიხილოთ საჭიროჲ იგი გზაჲ ფრიად სუბუქ და ადვილ. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ვითარ იტყჳ, თუ იწროჲ იგი და საჭიროჲ ადვილ არს? ჰე, ეგრეთ არს ჭეშმარიტად, და ესე ესრეთ გულისჴმა-ყავ: იწროჲ ესე და საჭიროჲ ბჭე არს და გზაჲ; და...
სახარებაჲ მათესი 7:13
13. შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა.- ვიწრო ბჭეში განსაცდელებს გულისხმობს, როგორც ნებაყოფლობითს, მაგალითად, მარხვასა და სხვა ამდაგვარს, ისე იძულებითსაც, მაგალითად, ბორკილებსა და დევნას. როგორც ხორცმრავალ ან მძიმე ტვირთაკიდებულ კაცს არ მეუძლია ვიწრო ბჭით შესვლა, ასევე გაზულუქებულსა და მდიდარსაც; ამგვარნი ფართო გზით შედიან. გვიჩვენებს რა, რომ სივიწროვეც დროებითია და სიფართოვეც წარმავალი, მათ ბჭესა და გზას უწოდებს; რადგან ვინც შეურაცხყოფას დაითმენს, რამდენადმე ბჭეს ანუ ტანჯვას გაივლის, ხოლო გაზულუქებული ვითარცა გზას, ტკბობას ადგება. რამდენადაც ორივე წარმავალია, უმჯობესის არჩევაა საჭირო.
14. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას. - სიტყვა ვითარ-იგი გაკვირვებას გამოხატავს, რამეთუ უფალს უკვირს: როგორი ვიწროა ბჭე! მაშინ სხვაგან რატომღა ამბობს: უღელი ჩემი სუბუქ არს? - მომავალ საზღაურთა გამო.
...ამ ყოფად ვართ მათ შინა, გინა თუ დავგლახაკნეთ, არარაჲ გუევნების სიგლახაკისა მისგან; რამეთუ არცა კეთილნი ამის საწუთროჲსანი არიან სახარულ, არცა ჭირნი - საგლოველ, არამედ ორივე შეურაცხ არს და ადრე წარმავალ; ამისთჳსცა „გზად“ წოდებულ არს ცხორებაჲ ესე ღმრთისა მიერ, ერთი იგი ფართოდ და მეორჱ იწროდ და საჭიროდ. საუკუნოჲ საქმჱ სულისაჲ ყოველივე უკუდავად ჰგიეს - ტანჯვაჲცა და სუფევაჲცა. ამისთჳს უკუე ვიღუაწოთ, რაჲთა სატანჯველთაგან განვერნეთ და განსუენებაჲ ვპოვოთ.
რამეთუ რაჲ არს სარგებელი შუებისა ამის საწუთროჲსა? დღეს არს და ხვალე არა არს, დღეს არს ყუავილ ბრწყინვალე და ხვალე - მტუერ წარწყმედულ; დღეს არს ცეცხლ მოტყინარე და ხვალე - ნაცარ დამშრტალ. არამედ სულიერი არარაჲ არს ესრეთ, გარნა მარადის ჰგიეს იგი ბრწყინვალედ და ყუავის იგი შუენიერად და მარადღე უბრწყინვალე იქმნების, სიმდიდრჱ იგი არაოდეს დასცხრების, არას სხუასა მიეცემის, არცა დაილევის, არცა მოაწევს ოდეს ზრუნვასა და შურსა და შესმენასა, არცა ჴორცთა წარსწყმედს, არცა სულსა განხრწნის, რამეთუ ესე ყოველი სოფლისა სიმდიდრესა შინა იპოვების. ხოლო იგი დიდებაჲ არა ზუაობად მიიყვანებს, არცა ჴურვებასა შეუქმს, არცა ოდეს განილევის; და განსუენებაჲ იგი ზეცისაჲ ეგრეთვე უკუე ჰგიეს უცვალებელად და უკუდავად, არა...
...ი, ვი-თარმედ: „შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“. იხილეა, რავდენნი გზანი არიან წარწყმედისანი? კლდე იგი და ეკალნი, და გზაჲ და ღუარძლი, და ბადესა შინა პოვნილი ჯერკუალი. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ფართო არს გზაჲ იგი წარწყმედად მიმყვანებელი, და მრავალნი ვლენან მას შინა“. ესე ყოველი რაჲ მიუთხრა და საშინელ-ყო აღსასრული სიტყჳსა თჳსისაჲ, მერმე ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს: ჰე, უფალო. და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, რომელი მოწაფე ყოფილ არს სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი“ (13,51-52).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ არა განაგდებს ძუელსა მას წერილსა, არამედ აქებს და სიმდიდრედ უწესს, და აქებს მოციქულთა, რამეთუ კე-თილად გულისჴმა-ჰყვეს იგი და ჰრწმენა უფლისაჲ? რამეთუ ამისთჳს ყოველივე შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ქადაგებდეს. და ესე წმიდანი მოციქულნი მიამსგავსნა სახლისა უფალსა მდიდარსა და ჭეშმარიტად მწიგნობრად სახელ-სდვა მათ, რამეთუ ძუელისა მის წერილისა ძალი კეთილად ცნეს და ახალი ესე ქადაგებაჲ და მოძღურებაჲ ქრისტესი სარწმუნოებით და გულსმოდგინედ შეიწყნარეს და აღასრულეს. ხოლო...