მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:31

30. უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედ-მორწმუნენო?31. ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?32. რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი.
სახარებაჲ მათესი თავი 6
31. ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).:

...ბლისათა ქუეყანაჲ არა თქუმულ არს, ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ხილულისა ამისთჳს ქუეყანისა იტყჳს და ამის მიერ საუკუნოსაცა ცხორებასა მოასწავებს, ვითარცა თქუა სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ნუ ჰზრუნავთ, რაჲ სჭამოთ, ანუ რაჲ ჰსუათ, ანუ რაჲ შეიმოსოთ, არამედ ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“; და კუალად თქუა: „რომელმან დაუტეოს მამაჲ და დედაჲ, ცოლი და შვილნი, სახლი და აგარაკი ჩემთჳს, მან ასი წილი მიიღოს“ აწ ჟამსა ამას, და საუკუნესა მას მომავალსა - „ცხორებაჲ საუკუნოჲ“. რამეთუ ოდესმე საუკუნესა მას საშუებელსა ხოლო აღუთქუმიდა და სასუფეველსა ცათასა და ოდესმე ზრქელთათჳს გონებითა ორკერძოვე აღრიის სწავლაჲ თჳსი - ამის ჟამისაგანცა და მერმისა; ეგრეთვე აქა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“, ხილული ესე აუწყა ქუეყანაჲ და ამის მიერ საუკუნოჲ იგი მოასწავა ცხოვრებაჲ, ვითარცა ძუელსაცა რჩულსა წერილ არს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა იქმნე დღეგრძელ“. რამეთუ ზრქელთათჳს და უმეცართა ითქუმიან წერილ-თა შინა ამისვე ჟამისა მისაგებელნი. და კუალად ავაზაკმან მან ჯუარსა ზედა ჰრქუა რაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე...

სრულად ნახვა