...დაც არ ვთხოვოთ, თავად მოგვცემს საჭიროს. „რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა" (). მოვისმინოთ მისი, როცა ჩვენს დარწმუნებას ცდილობს და ამბობს: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა... და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (). ხედავ, რომ იგი თავად მზადაა თქვენთვის ის მოგცეთ, და დანამატის სახით აღგითქვამთ მის ბოძებას? ამრიგად, ნუ ითხოვ, როგორც მთავარს, იმას, რაც დანამატად უნდა მიიღო. ნუ ავურევთ წესრიგს, არამედ ჯერ ის ვეძიოთ, რაც მან გვამცნო, რათა სხვაც მივიღოთ. ამიტომ უფალმა ლოცვის სიტყვებშიც, ჩვენთვის წესებისა და საზღვრების დასადგენად, რომლებამდეც ჩვენი ამქვეყნიურ საგნებზე თხოვნები უნდა ვრცელდებოდეს, ყოველი სიბრძნით აღსავსე ეს სიტყვები გვიბრძანა ვთქვათ: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს" () — ანუ დღევანდელი საზრდო. სწორედ ამაზე ის მართალიც, თუმცა ეს სიტყვები ჯერ არ ჰქონდა მოსმენილი, ლოცულობდა და ამბობდა: „მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად". ამრიგად, ნუ ვითხოვთ მისგან სხვა ამქვეყნიურს. სრულიად შეუფერებელია ასეთი უხვისა და ასეთი ყოვლისშემძლეობის მქონისგან იმის თხოვნა, რაც ამ ცხოვრებასთან ე...
სახარებაჲ მათესი 6:3
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თისასა არა ეძიებთ"** ()? როგორც ადამიანურ დიდებას მისდევნი, ისე ზეციურ დიდებას სრულად კარგავ; პირიქით, ვინც ზეციურ დიდებას ეძებს, ის მიწიერსაც არ ჰკარგავს. და თავად უფალმაც, უფრო ადრე, თქვა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა..., და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (), ესე იგი, ვინც სასუფეველს ეძებს, ყველაფერი დანარჩენი თავისით მოსდევს. მართლაც, ვინც გონებით იქ აფრინდა, ის ამქვეყნიურ კეთილდღეობას ზიზღით უყურებს, თითქოს არც არსებობს. რწმენის თვალები, როცა გამოუთქმელ სიკეთეებს ხედავენ, ხილულ სიკეთეებს აღარც კი ამჩნევენ: ასეთია განსხვავება ამ ერთსა და მეორე სიკეთეს შორის! მაგრამ მე ვერ ვხედავ, ვინ უხილავ სიკეთეებს ხილულზე მაღლა აყენებდეს. ამიტომ ვწუხვარ და გულში განუწყვეტლივ გული მტკივა, რომ არც თვით გამოცდილებამ გვასწავლა, არც ღვთის აღთქმებმა, არც დიდმა ნიჭებმა განგვაწყო სიყვარულით სასუფევლისკენ მოქცევისადმი; პირიქით, ჯერ კიდევ ქვევით ვითრევით, მიწიერს ამჯობინებთ ზეციურზე, დროებითს — მომავალზე, გაჩენისთანავე გაქრობადს — მუდმივზე, წარმავალ სიამოვნებას — წარუვალ სიხარულზე, ამ მიწიერი ცხოვრების ხანმოკლე ბედნიერებას — გაუთავებელი მარადისობის ნეტარებაზე. ვიცი, რომ თქვენთვის სასიამოვნო არ არის ამის...
...ნი, არამედ სულსაცა თჳსსა არა ჰრიდოს სიკუდიდ განცემითა ჴორცთა თჳსთაჲთა. ხოლო დღედ ბოროტად უწოდს არათუ ჟამთა ამის საწუთროჲსათა, რომელნი-ესე კეთილად დაბადებულ არიან ღმრთისა მიერ, არამედ რაჟამს ბოროტად ვინმე წარაგნეს, მაშინ საქმისა მისგან ეწოდების მათ ბოროტ, ვითარ-იგი თქუა უფალმან: "კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი" (). და კუალად ჩუენცა, რაჟამს სენი ანუ განსაცდელი რაიმე შეგუემთხჳის, ვიტყოდით, ვითარმედ: "ბოროტი დღე წარვვლე". და ვინაჲთგან იგივე დღე სხუათა კეთილად წარევლის, ამიერ ცხად არს, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ კეთილად დაბადებულსა დღესა ბოროტ, რაჟამს შევამთხჳით თავთა ჩუენთა უკრძალველობითა ანუ სენი ჴორცთაჲ გინა სენი სულისაჲ, რამეთუ ორისავე ამის ჩუენ ვართ მიზეზ. ჳკუმენისი: გინათუ ესრეთ იტყჳს გამოფრდასა ჟამისასა, რამეთუ არა ჩუენი არს აწინდელი ესე საწუთროჲ ჟამი, არცა სამარადისოდ მყოფ ჩუენ თანა, რამეთუ მსხემ და წარმავალ ვართ მას შინა. ამისთჳს გჳჴმს, რაჲთა მოვიყიდოთ მისგანი მოქმედებითა საქმეთა ღმრთისა სათნოთა, არა საწუთროსა თანა დაჴსნადთა, არამედ საუკუნოდ ჩუენ თანა წარმავალთაჲთა.
მოციქულისაჲ: ამისთჳს ნუ იყოფით უგუნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით, რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ (5,17).
თარგმანი: ესე არს უგუნურებაჲ, რაჟამს კაცმან ღმრთივ მოცემული ესე ჟამი, შე...
...და სიმართლისათჳს არს აწ სიტყუაჲ მოციქულისაჲ, რომელნი-იგი ჭეშმარიტებით მარცხენე და მარჯუენე არიან; ცოდვაჲ უკუე — სავლტოლველ, ვითარ-იგი უფალი გუამცნებს ლოცვად, რაჲთა არა შევიდეთ განსაცდელსა, ხოლო სიმართლე — საძიებელ, მისვე მბრძანებელისა მიერ, ვითარმედ "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა" (). და ესე ორნივე ჭეშმარიტებითნი მარჯუენე საძიებელ არს, რამეთუ სათნოება არს, ხოლო მარცხენე —სავლტოლველ, რამეთუ ცოდვა არს. გარნა აწ მოციქული არა ჭეშმარიტთა მათ იტყჳს, არამედ კაცთა მიერ საგონებელთა, ვითარ-იგი მარჯუენედ უწოდენ დღეკეთილობასა, ხოლო მარცხენე — ჭირთა და განსაცდელთა, და ამათ ორთავე საჭურველად სიმართლისა ჴუმევაჲ ესრეთ იქმნების, რაჟამს არცა მარჯუენედ სახელდებულსა მას ზედა დღეკეთილობასა ვზუაობდეთ და უწესოდ წარვაგებდეთ სიმდიდრესა, არცა მარცხენედ სახელდებულისა მისთჳს შემთხუევისა ძჳრთაჲსა სულმოკლე და დაჴსნილ ვიქმნებოდით.
28 მოციქულისაჲ: დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა (,8).
თარგმანი: ესე არიან ზემო თქუმულნი იგი მარჯუენედ და მარცხენედ სახელდებულნი დიდებაჲ და გინებაჲ გმობაჲ და ქებაჲ. ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ დიდებასა საჭურველად სიმართლისა იჴუმევს ქადაგი ჭეშმარიტებისაჲ, რამეთუ არა ხოლო გინებათა ოდენ და გმობათა თავს-დ...
...იზეზად. და კეთილ არს მათა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ სიტყუასა მასცა მოიღებენ, რომელი თქუა უფალმან, ვითარმედ: „მართა, ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავალთა მათ საქმეთა შინა, ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“, და კუალად, რომელ იტყჳს, ვი-თარმედ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა“. ხოლო კეთილ არს, რაჲთა ამის ყოვლისათჳს ვთქუა, რაჲთა იგინიცა დასცხრენ, რომელნი ამას იტყჳან, და არა შფოთი შემოვიღოთ შორის საღმრთოთა სიტყუათა; რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „გევედრები, რაჲთა არა უქმ იყვნეთ, არამედ მოქმედებით შუენიერად ხჳდოდით“; და: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა.
...ეცა, რაჟამს ღმრთისამიერსა ოდენ ვეძიებდეთ.
რამეთუ იტყჳს უფალი: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“. და ვი-თარცა რაჟამს ღმრთისათჳს შეურაცხ-ვჰყოფდეთ სიმდიდრესა, მაშინ განვმდიდრდებით, - რამეთუ იტყჳს უფალი: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი მოგემატოს თქუენ“, - ეგრეთვე დიდებაჲ რაჟამს არა სავნებელ ჩუენდა იყოს, მაშინ მოგუცემს მას ღმერთი. ხოლო არა სავნებელ მაშინ არს, რაჟამს არა უფლებულ იყოს ჩუენდა, არცა ვი-თარცა მონათა გჳბრძანებდეს, არამედ გუმორჩილობდეს ჩუენ, ვითარცა უფალთა. რამეთუ ამისთჳს არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთამცა გუსუროდა ამისთჳს, რაჲთა არა გუეუფლებოდის, და უკუეთუ ესე წარვჰმართოთ, მაშინ მოგუცემს მას უხუებით. რამეთუ ვინ არს უბრწყინვალჱს პავლჱსა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „არა ვეძიებ დიდებასა კაცთასა არცა თქუენგან, არცა სხუათაგან“? ანუ ვინ არს უმდიდრჱს მისა, რომელსა არარაჲ აქუს, და ყოველივე აქუს? რამეთუ, ვითარცა ვთქუ, რაჟამს ვერ გუეუფლებოდიან, მაშინ მონა ჩუენდა იქმნებიან.
და უკუეთუ გუსურის დიდებისათჳს, ვივლტოდით დიდებისაგან, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ შჯულსა ღმრთისასა აღსრ...
...ამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“.
და კუალად იტყჳს: „რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი. რაჲთა იყოს ქველისსაქმე იგი შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“. აწ უკუეთუ მცნებასა უფლისასა აღასრულებ, ესრეთ აღასრულე, ვითარცა მან ბრძანა; უკუეთუ არა, ცუდ არს შრომაჲ შენი.
ამისთჳს კუალადცა გეტყჳ: იქმოდი რაჲ ქველისსაქმესა, დაჰჴაშ კარი შენი, და მან ხოლო უწყოდენ, რომელსა მისცემდე. უკუეთუ შესაძლებელ არს, ნუცამცა იგი სცნობს, რაჲთა არა განიქიქოს საიდუმლოჲ შენი, და მაშინ ღმერთმან ქადაგოს სათნოებაჲ შენი. ხოლო კაცობრივსა თუ ქებასა ეძიებდე, სასყიდელიცა დაგჭირდეს შრომათა შენთაჲ, და კაცთაცა მა-ჩუენებელ და ამპარტავან გიწოდონ.
აწ უკუე ყოველივე დაუტეოთ კაცობრივი გულისსიტყუაჲ და სა-ღმრთოჲსა მის დიდებისათჳს სურვიელ ვიქმნეთ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...ტრფიალებაჲ ცუდისა ამის და ამაოჲსა სოფლისაჲ. ხოლო რომელთაცა შეიყუარონ საუკუნე იგი სუფევაჲ და უფროჲს ყოვლისა მას პატივ-სცენ, იგინი აქაცა კეთილად არიან და მუნ საუკუნეთა კეთილთა ღირს იქმნენ; ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“. დაღაცათუმცა ესე სიტყუაჲ არა იყო, თუ: „ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“, არცა ეგრეთ ჯერ-იყო სურვილი წარმავალთაჲ ამათ, ხოლო აწ ძიებითა მით საუკუნეთაჲთა საწუთროჲსაჲცა შეგუეძინების. და ეგრეთცა მრავალნი ქვათა უფიცხეს არიან გულითა და უგულისჴმო და სრულიად ულმობელ.
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა
აწ უკუე ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი ამის პირისათჳს. მითხართა, ძმანო, თუ რაჲ საწადელი არს ამას საწუთროსა შინა ანუ რაჲ კეთილი? ჭეშმარიტად არარაჲ. არამედ უფროჲსღა მოქალაქობაჲ იგი მონაზონთაჲ, რომელი ფიცხელ და საჭირო და საწყინო მრავალთა მიერ წოდებულ არს, ფრიად უტკბილეს არს და უსაწადელეს სოფლიოჲსა ამის შუენიერად და სუბუქად საგონებელისა. და მოწამე ხართ მრავალნი თქუენგანნი, რომელნიცა ჟამსა განსაცდელისა და ჭირისასა, უწყი, რამეთუ სანატრელად უწესდით მას და მათ ჰნატრიდით, რომელნი მთათა შინა და ქუაბთა...
...ქმნულ ვართ ტაბლასა მას ცხორებისასა და საიდუმლოთა მათ ზეცისათა.
ჰე, ჭეშმარიტად თანაგუაც უმეტესისა გულსმოდგინებისა ჩუენებად და სულიერთა საქმეთა წადიერებით ძიებად, ხოლო ჴორციელისაჲ გარეწარად შერაცხვაჲ.
რამეთუ იტყჳს უფალი: „ეძიებდით თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“. ხოლო უკუეთუ ჭეშმარიტად დიდნი და საძიებელნი ნიჭნი შეურაცხ-ვყვნეთ და მცირეთა ამათ და უნდოთა ვითხოვდეთ, რომელთაჲ-ესე მომცემელმან მან ყოვლისამან უგულებელს-ყოფაჲ გჳბრძანა, დიდი შეგუემთხჳოს ჩუენ ზღვევაჲ: ანუ ფრიადისა ამის უგუნურებისა და ურჩებისა ჩუენისათჳს ორისაგანვე დაკლებულ ვიქმნეთ, ანუ თუ მოგუეცეს ცუდი ესე და წარმავალი, საუკუნოჲსა მისგან და წარუვალისა ცარიელნი ვიპოვნეთ.
ხოლო უკუეთუ საუკუნეთა მათთჳს კეთილთა სურვიელ ვიყვნეთ და მათ ვეძიებდეთ და მათ ვითხოვდეთ, ესეცა შეგუეძინოს ჩუენ, რამეთუ ესე მისართავად მათა მიეცემის მორწმუნეთა; ესრეთ უნდო არს და მცირე საუკუნესა მას თანა სოფლიოჲ ესე კეთილი, რაოდენცა მრავალ იყოს.
აწ უკუე ნუ შინაგანადმცა გუაქუს ჴორციელი ესე და წარმავალი, გინა თუ შუებაჲ, გინა თუ დიდებაჲ, გინა თუ საფასენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე სოფლისა ამის ამაოჲსაჲ და განქარვებადთა მათ საქმეთა მისთაჲ. არამედ გუაქუნდინ ესევითარი ესე ყოვე...
...კეთილისა გონებისა მიერ შემკობილ იყო, სამართლად პატივცემულ იქმნა ქრისტესგან და უმეტესი თხოისა თჳსისაჲ მიიღო; რამეთუ მოვიდა თხოად სიმრთელე ჴორციელი მონისა თჳსისაჲ და მკჳდრობაჲ სასუფეველისაჲ მიიღო და წარვიდა. ჭეშმარიტად მის ზედა აღესრულა, ვითარმედ: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“; რამეთუ ვინაჲთგან დიდი სარწმუნოებაჲ და სიმდაბლე აჩუენა, ამისთჳს უფალმან მისცა მას სასუფეველი და შესძინა კურნებაჲ მონისაჲ მის მისისაჲ; და არა ამით ხოლო ჯერითა პატივ-სცა, არამედ - რომელ გამოაჩინა, თუ ვინ განისხმიან სასუფეველისაგან, და იგი შეიყვანების. რამეთუ ამიერვე ყოველთა ეუწყების, ვითარმედ სარწმუნოებისაგან არს ცხორებაჲ და არა საქმეთაგან შჯულისათა; ამისთჳსცა არა ჰურიათა ხოლო, არამედ წარმართთაცა ნიჭი ესე დიდი მიეცეს, და უფროჲსღა მათ, ვიდრე ამათ. რამეთუ ამას მოასწავებს უფალი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა თუ ამას ზედა ხოლო ყოფად არს ესე, არამედ ყოველსავე სოფელსა ზედა აღსრულებად არს; რამეთუ ვინაჲთგან მაშინ წარმართთაგანნიცა მისდევდეს მას გალილეაჲთ, ესე სიტყუანი წარმოთქუნა, რაჲთა წარმართთაგანთაცა სასოებაჲ ცხორებისაჲ მისცეს და ჰურიათაცა ზუაობაჲ დაამჴუას. ხოლო რაჲთა არა სრულიად დაბრკოლება-სცეს მათ, არა შემოიღებს განცხადებულად სიტყუასა...
...ოლო ლოცვისა და მარხვისათჳს არარაჲ თქუა ესევითარი. რაჲსათჳს-მე? ამისთჳს, რამეთუ მოწყალებისა შეუძლებელ არს ესრეთ დაფარვაჲ, რაჲთამცა ყოვლადვე არავინ ცნა, ხოლო ლოცვისა და მარხვისა შესაძლებელ არს.
და ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი“, არა ჴელთათჳს იტყოდა, არამედ რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ფარულად კაცთაგან ყოფად ქველისსაქმისა; და ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: „ილოცვიდე რაჲ, შეედ საუნჯესა შენსა“, არა თუ მუნ ოდენ გუამცნო ლოცვაჲ, არამედ ესევე სახე გუაუწყა, რაჲთა არა საჩუენებელად კაცთა აღვასრულებდეთ ლოცვასა. ეგრეთვე აქა იქმს სიტყჳთა ამით, რომელი თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“ (6,17-18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ სიტყჳთა ამით ცხებაჲ თავისაჲ და ბანაჲ პირისაჲ გუამცნო; უკუეთუ არა, ვიპოენითმცა ყოველნი გარდამავალ ამას შჯულსა, და უფროჲსად, რომელნი-იგი ყოველთა უმეტესად აღსრულებად მისა მოსწრაფე არიან, კრებულნი მონაზონთანი, მკჳდრნი მთათა შინა და უდა...
...ნდა, რომელსა უპყრიან ყოველნი არსნი წამის-ყოფითა ძლიერებისა მისისაჲთა, რომელი ზრდის ყოველთა მცენარეთა ქუეყანისა-თა, მფრინველთა ცისათა და თევზთა ზღჳსათა, რომელსა ყოველივე ძალუც და ყოველთა განაგებს, მისა საჴმარ არსა ჩუენი ზრუნვაჲ საზრდელისა ჩუენისათჳს? ნუ იყოფინ!
ამისთჳს გჳბრძანა, ვითარმედ: „ნუ ზრუნავთ ხვალისა“, ნუცა ითხოვთ ღმრთისაგან საშუებელთა და სიმდიდრეთა, არამედ პურისათჳს ოდენ მდღევრისა შეწირეთ თხოაჲ უძლურებისა თქუენისათჳს და ნურარას უმეტეს ამისასა ჰზრუნავთ, ნუცა ითხოვთ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს, და მან გიზრუნოს, ვითარცა ჰნებავს.
ესრეთ სიტყჳთა ამით ლოცვისაჲთა გუასწავა, რაჲთა ყოველნივე თხოანი ჩუენნი ღმრთისა მიმართ იყვნენ, და რაჲთა არარას უმეტეს მდღევრისა მის და საჭიროჲსა საზრდელისა ვითხოვდეთ. ხოლო ესე რაჲ აღასრულა სულიერისა სწავლისა ლოცვაჲ, მერმე სხუასა სახესა გჳჩუენებს აურაცხელისა მის სახიერებისა მისისასა.
ხოლო იცოდა უძლურებაჲ და უდებებაჲ ჩუენი, ვითარ-იგი შემდგომად ნათლის-ღებისაცა შემთხუევად იყვნეს ჩუენდა ცოდვანი; ამისთჳს კაცთმოყუარებისა მისისათჳს გჳბრძანა თხოად მოტევებისა ცოდვათაჲსა სახიერისა და მრავალმოწყალისა ღმრთისაგან და თქუმად:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ...
...ბლისათა ქუეყანაჲ არა თქუმულ არს, ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ხილულისა ამისთჳს ქუეყანისა იტყჳს და ამის მიერ საუკუნოსაცა ცხორებასა მოასწავებს, ვითარცა თქუა სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ნუ ჰზრუნავთ, რაჲ სჭამოთ, ანუ რაჲ ჰსუათ, ანუ რაჲ შეიმოსოთ, არამედ ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“; და კუალად თქუა: „რომელმან დაუტეოს მამაჲ და დედაჲ, ცოლი და შვილნი, სახლი და აგარაკი ჩემთჳს, მან ასი წილი მიიღოს“ აწ ჟამსა ამას, და საუკუნესა მას მომავალსა - „ცხორებაჲ საუკუნოჲ“. რამეთუ ოდესმე საუკუნესა მას საშუებელსა ხოლო აღუთქუმიდა და სასუფეველსა ცათასა და ოდესმე ზრქელთათჳს გონებითა ორკერძოვე აღრიის სწავლაჲ თჳსი - ამის ჟამისაგანცა და მერმისა; ეგრეთვე აქა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“, ხილული ესე აუწყა ქუეყანაჲ და ამის მიერ საუკუნოჲ იგი მოასწავა ცხოვრებაჲ, ვითარცა ძუელსაცა რჩულსა წერილ არს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა იქმნე დღეგრძელ“. რამეთუ ზრქელთათჳს და უმეცართა ითქუმიან წერილ-თა შინა ამისვე ჟამისა მისაგებელნი. და კუალად ავაზაკმან მან ჯუარსა ზედა ჰრქუა რაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე...