მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6:27

26. მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა?27. ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?28. და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ.
სახარებაჲ მათესი თავი 6
27. ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ ანუ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი - სამოსლისა?“ (6,25).:

...ებიან, და აგებულებაჲ მათი ჰგიეს, და სული მათ შინა მკჳდრ არს. უკუეთუ კულა აგებულებაჲ მათი დაიჴსნას, მაშინ სულიცა სამკჳდრებელისა მისგან განვალს. ამისთჳს ორივე ესე გამოაჩინა: ერთისა მის უკუდავებაჲ და მეორისა განჴრწნადი აგებულებაჲ, და თქუა: „ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?“ დაიდუმა სულისათჳს თქუმად, რამეთუ არა მიიღებს იგი სიორძილესა, და ჴორცთათჳს ჰყოფს სიტყუასა, რაჲთა ამისგან იგიცა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არცა ჴორცთა აგებულებაჲ საზრდელისაგან ჰგიეს, არცა სული ამისთჳს მკჳდრ არს მათ შინა, არამედ განგებულებითა ღმრთისაჲთა იქმნების ესე, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი“. ხოლო ესრეთ გულისჴმა-გჳყო რაჲ ჩუენისა ამის ბუნებისაგანვე, ვითარმედ არარას ჴელ-გუეწიფების ქმნად თავით თჳსით და ამისთჳს არა გჳღირს ზრუნვაჲ, არამედ ყოველივე ღმრთისა მიგდებად ზრუნვაჲ ჩუენი, კუალად გარეშე-თაცა საქმეთაგან შემოიღებს სახესა ამის ჯერისათჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხედეთო მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობ...

სრულად ნახვა