... და კუალად იტყოდა უფალი, ვითარმედ: „იხილენით შროშანნი ველისანი, ვითარ შეჰმოსს მათ“; ; და მფრინველთათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ თქუენი ზეცა-თაჲ ზრდის მათ“. ; რამეთუ სადაცა-იგი სიტყჳთ ოდენ ქმნის სასწაული, მათისავე საქმისა მიერ დაუყვის პირი, ხოლო აქა ვინაჲთგან ცხედრისა აღებაჲ უბრძანა, გამოაჩინებდა შაბათისა დაჴსნასა და მამისა მიმართ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი. და ოდესცა შაბათისათჳს იყოს სიტყუაჲ, არცა ვითარცა კაცი ოდენ იტყჳს მას, არცა ვითარცა ღმერთი ოდენ, არამედ ოდესმე ესრეთ და ოდესმე ეგრეთ, რამეთუ ენება ამის ორისაჲვე სარწმუნო-ყოფაჲ, განგებულებისაცა მისისა სიმდაბლესა და ღმრთეებისა მისისა პატივსა. ამისთჳს აწ ვითარცა ღმერთი მიუგებს, რამეთუ უკუეთუმცა კაცობრივ ეტყოდა მარადის, ვეროდესმცა მიეღო ღმრთეებისა მისისა გულისხმის-ყოფაჲ. ამისთჳს მამასა შორის შემოიღებს და იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა მე ვიქმ, მამაჲცა ჩემი იქმს“.
სახარებაჲ მათესი 6:26
25. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა?26. მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა?27. ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?
სახარებაჲ მათესი თავი 6